,,მანამდე სად იყვნენ, ახლა რომ გამოცვივდნენ?!“ – ვის დასჯაზე საუბრობს დოჩი ,,ნიუპოსტთან“
საზოგადოება - 14:23, 16 Mar, 2017     20281

„ყველაზე მეტად იცით რაც მაბედნიერებს? წერენ, - შაკიკი მქონდა, სამი დღე თავი მტკიოდა, ამ სერიის მერე ყველაფერმა გამიარა, ეს როგორ გაგვახარე და როგორ გაგვაბედნიერეო“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ „ჩემი ცოლის დაქალების“ პოპულარული დოჩი ალიშბაია, რომლის მიერ ბოლო სერიაში განსახიერებულმა გმირმა თითქმის მთელი სოციალური ქსელი აალაპარაკა.

ნანუკა გულუა: ეს იმხელა ჯილდოა, როცა ადამიანების ასე გაბედნიერება შეგიძლია, რომ წარმოუდგენლად დიდი და მადლობელი ვარ, რომ ეს მე ვარ და ეს ჩემს თავს ხდება.

- ამ სერიის შემდეგ ყველა დოჩის ფრაზებს იმეორებს და შენზე საუბრობს, შეგრძნება როგორია?

-ვერ გეტყვი, აუხსნელი, ასეთ რაღაცას ვერ გადმოსცემ, სიტყვები არ მყოფნის, დაღლილი ვარ, ნაცემი, გამოცლილი, ასე მგონია, რომ ორგანოები არ მაქვს, ვერ ვპოულობ სიტყვებს თუ რა შეიძლება ამას ეწოდოს, რაც ახლა მოხდა. თავიდანაც არ დამკლებია ეს სითბო და სიყვარული, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყველაზე კარგ და ფერად სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი. მართლა წარმოუდგენელი რაღაც ხდება, რა ხდება ჩემს თავს ვერ გავიგე, „ავფეთქდი“ - ასე ჰქვია ერთი სიტყვით დღევანდელ დღეს.

-ეს ყოველივე ბუნებრივად გამოვიდა, თუ მუშაობა დაგჭირდა?

-მართლა მთელი მონდომება, მთელი გული და სული ჩავდე. როგორც კი ეს სცენარი წავიკითხე ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ხალხს ამ სერიალის ნახვის შემდეგ. რომ ვკითხულობდი, მეც ასე გულით ვიცინოდი. ზუსტად წარმოვიდგინე, როგორ უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა შემესრულებინა ეს როლი, რომ არანორმალურად სახალისო ყოფილიყო და მისულიყო ყველა მეგრელთან თუ არამეგრელთან, ისე რომ არ გაღიზიანებულიყვნენ. ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ ზუსტად გადმომეცა ის სცენარი, იმ სითბოთი, როგორც დაწერილი იყო და ეს ასე რომ გამოვიდა, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ.

ყველასგან გრძნობ სიყვარულს, ამას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ მოდიან თუ ვერ მოდიან, თუ მუჯლუგუნით ერთმანეთს ანიშნებენ - რომ დოჩი არის, არანორმალური სითბო მოდის თითოეულიდან. ტელეფონიდან თავს ვერ ვწევ - ყველას მინდა ვუპასუხო, მადლობა გადავუხადო, არ მინდა ვინმე უყურადღებოდ დამრჩეს. წუხელ მთელი ღამე გავათენე დილის 8 საათამდე ადამიანებს ვწერდი და ვპასუხობდი, ამ ვიდეოების გაზიარებას ვნახულობდი და ძალიან ვიხალისე.

-ანუ უხვად დაგიბრუნდა პოზიტივი, რომელიც გაეცი

- როგორ დამიბრუნდა იცი? ვერ ვუძლებ და არანორმალურად ბედნიერი ვარ. ახლა ვფიქრობ, ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო, რომ ამ ადამიანებს იმედი არ გაუცრუო და ეს სიყვარული შევინარჩუნო. ალბათ, ეს ყველაზე რთული პროცესია და ეს პროცესი, უკვე აღარ ვიცი როგორ უნდა ვმართო.

-ნუ გეშინია სცენარისტი აუცილებლად მოახერხებს რამეს

-მაგის იმედი მაქვს, მაგას ვენაცვალე, ქეთიმ ამაშენა მე და მომცა ცხოვრების ხალისი. ამისრულა ყველა ოცნება, რაც მართლა არ დამსიზმრებია, რომ ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში შეიძლება მომხდარიყო.

-ანუ თავიდან ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდი?

-ეს ჩემი მანერული საუბარი და იუმორის გრძნობა ჩემი სამეგობროსთვის იმდენად სახალისო იყო, იმდენად არასდროს ბეზრდებათ, რომ მეგონა პოზიტიურად აღიქვამდა ამას მაყურებელიც და არ ვიქნებოდი გამაღიზიანებელი, მაგრამ ამ დოზით? ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.

თავიდან ძალიან დაძაბულიც ვიყავი, ვერ მოვეშვი, მაინც უცხო იყვნენ ეს ადამიანები ჩემთვის, გადაღების პროცესიც, ვერანაირად ვერ გავიხსენი ბოლომდე... ახლა კი ზუსტად ისე ვარ, როგორც უახლოეს მეგობრებთან, როგორც საკუთარ ოჯახში. მომეხსნა ნერვიულობაც. უფრო მეტი მინდა გავაკეთო, და ალბათ ახლა უფრო მეტი სილაღით მიუვიდა ეს მესიჯი ხალხს.

მადლობა რაღაც ბანალური სიტყვაა, რომელიც ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას, რომელიც ჩემს მაყურებელს მინდა ვუთხრა, მაცოცხლებენ. ისეთი თვისებები შემძინეს და ისეთი დარწმუნებული ვარ ახლა საკუთარ შესაძლებლობებში, როგორც არასოდეს. ძალიან მიყვარს თითოეული და ვეცდები რომ ის ხაზი, რომელიც ასე ძალიან შეუყვარდათ გაგრძელდეს ზუსტად ისე როგორც არის. მინდა დოჩი სულ ასეთი აქტუალური იყოს და შევძლო ბევრის გახარება.

-დოჩის რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ გამოსჩენია ხელის მთხოვნელი ?

-მაგისი თავი მაქვს?! ვინ აქცევს ყურადღებას, ისეთი ბედნიერი ვარ რომ მთხოვნელი, გათხოვება, სამზარეულო და ქურა არ მინდა კაი ხანი, დამანებონ თავი, დამატკბონ ამ ჩემი ბედნიერებით. მანამდე სად იყვნენ, ახლა რომ გამოცვივდნენ, სად ბრძანდებოდნენ? დავსჯი ახლა სუყველას !!!







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42