თსუ-ში ელდარ შენგელაიას საღამო გაიმართა
საზოგადოება - 21:12, 15 Mar, 2017     1602
“მე ვარ ბედნიერი. დღეს ამ ახალგაზრდებს რომ ვუყურე დავრწმუნდი, ჩვენი მომავალი იქნება ლამაზი და კარგი. მივხვდი, რომ განათლებული ახალგაზრდობა გვყავს. ძალიან გახარებული ვარ ამ მნიშვნელოვანი საღამოთი, ყველას დიდი მადლობა“,-განაცხადა ელდარ შენგელაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საღამოზე. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მოსწავლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ცნობილი კინორეჟისორის დამსახურება საზოგადოების წინაშე.

ელდარ შენგელაია წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოხელოვნების კათედრას, რომლის ორგანიზებითაც კინორეჟისორის შემოქმედებითი საღამო მოეწყო.

უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ელდარ შენგელაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

საღამოს უძღვებოდა ცნობილი კინორეჟისორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი მერაბ კოკოჩაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდების ემოციამ და კითხვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ უყვართ და აინტერესებთ ელდარ შენგელაიას შემოქმედება. „ელდარმა თავისი გამოსვლა დაასრულა სიყვარულზე საუბრით, მან თქვა - თუ გიყვართ ცხოვრება, თუ გიყვართ ადამიანი, თუ მზად ხართ ყველაფერი სიყვარულით აკეთოთ, მაშინ ყველაფერი გამოვა. მინდა გითხრათ, რომ მან მთელი სიცოცხლე ასე იცხოვრა. ამიტომაა მისი ფილმები დაუვიწყარი.“-განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.

„მინდა ახალგაზრდებმა კარგად გაითავისონ- რაც საქართველოს ჭეშმარიტად აქვს ეს არის კულტურა და ხელოვნება, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მსოფლიო ცივილიზაციაში. და სწორედ ამ კულტურის დიდი გამოხატულებაა ელდარ შენგელაიას შემოქმედება. ძალიან გამახარა ახალგაზრდების მხრიდან წამოსულმა ინტერესმა, რომელიც არ იყო მოჩვენებითი.“-აღნიშნა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ.

უნივერსიტეტის საღამოზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ფილმებიდან, აგრეთვე, ახალი ფილმის „სავარძელი“ ტრეილერი, რომლის პრემიერაც ახლახანს გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42