მოკლული ბეგი მამალაძის დედა სტრასბურგს მიმართავს - ,,ჩემი შვილის მკვლელს სასჯელი მოაკლეს, მეორე ოქროს მოწმედ აქციეს“
საზოგადოება - 15:28, 15 Mar, 2017     24748
ორი წლის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლული 18 წლის ბეგი მამალაძის დედა "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის როინ ქარდავას, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა "როგორც ჩანს მფარველები გამოუჩნდნენ".

გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა. მოსამართლემ კი "რესოციალიზაციის" მოტივით, პატიმარს 1 წელი და რვა თვე მოაკლო.

მარიკა ზედელაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ლაშა ტუხაშვილი ფიგურირებს, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით არის წარმოდგენილი.

"თქვენთან ინტერვიუში, როცა მკვლელობა ახალი მომხდარი იყო, მე, შვილმკვდარმა დედამ, ბეგის მკვლელს მივუტევე. მაშინ საქმის მასალებთან წვდომა არ მქონდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, ვიცოდი, რომ მკვლელობაში ერთი დამნაშავე ფიგურირებდა. როდესაც მასალებს გავეცანი დავინახე, რომ სიტუაცია სულ სხვანაირად იყო. კიდევ ერთი მკვლელი ლაშა ტუხაშვილი ოქროს მოწმედ შერაცხეს, რომელიც თავიდან დაიჭირეს, მაგრამ ვიღაცები ჩაერივნენ და გამოუშვეს. მოკლედ ისე დახატეს სურათი, რომ თითქოს ტუხაშვილი თვითონ მივიდა პოლიციაში და დაეხმარა გამოძიებას. არა და, ტუხაშვილია ის პირი, რომელმაც ე.წ სპიცი დაარტყა ჩემს შვილს მუცლის არეში. ქარდავამ დაჭრა დანით, ამან კი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სპიცით"- განაცხადა ზედელაშვილმა.

მისი თქმით, მკვლელობის გამოძიება თავიდან ბოლომდე ტყუილებზეა აგებული. ზედელაშვილის ინფორმაციით, მკვლელობისთვის გასამართლებული ქარავა ლაშა ტუხაშვილის დაკითხვას მოითხოვდა.

"სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილ წერილში, რომლის განხილვა შარშან მარტში დაიწყო, ქარდავა ითხოვს დაკითხონ ლაშა ტუხაშვილი. წერს, რომ მან იცის მკვლელობის დროს რა მოხდა. ამბობს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია და 13 წლიანი სასჯელი უსამართლობაა. ამ განცხადების საფუძველზე, მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ, რომელმაც ქარდავას მოთხოვნა დაკითხულიყო ტუხაშვილი არ გაითვალისწინა და ადვოკატის გულისამაჩუყებელი შესავალი სიტყვის პროკურრორის უნიათო ჩვენების შემდეგ ბრალდებულს 2 წლამდე სასჯელი დააკლო რესოციალიზაციის მოტივით. თურმე ქარდავას რესოციალიზაცია უფრო მნიშვნალოვანია, ვიდრე ჩემი შვილის მიწაში ჩადება"- აცხადებს მარიკა ზედელაშვილი.

ბეგი მამალაძის დედა "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება ტუხაშვილის მიერ მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია.

"ჩემი შვილის პირდაპირი მკვლელი არის ლაშა ტუხაშვილი. როინ ქარდავას იმედი ჰქონდა, რომ 7 წლიანი სასჯელით გამოვიდოდა, ეს რომ ასე არ მოხდა, ახლა ითხოვს ლაშა ტუხაშვილის დაკითხვას და ამბობს, რომ დამნაშავეა, თუმცა მკვლელობა მას არ ჩაუდენია. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ სიკვდილი ტუხაშვილის მიერ სპიცით განხორციელებულმა ჭრილობამ გამოიწვია. ექიმი, რომელმაც ბეგი საავადმყოფოში წაიყვანა, ამბობს, რომ სისხლი მხოლოდ დანით, ზურგის არეში მიყენებული ჭრილობიდან მოსდიოდა. მუცლიდან კი არა, როგორც ეს სპიცით მიყენებულ ჭრილობას ახასიათებს. თუმცა გამოძიება ობიეტურად არ ჩატარდა, ლაშა ტუხაშვილს მფარველობენ"- თქვა მოკლული ბიჭის დედამ.

მარიკა ზედელაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მაშინ მოკლეს, როცა ბეგი მას ტელეფონით ესაუბრებოდა.

"ტელეფონით მესაუბრებოდა ბეგი, ქარდავა, რომელსაც ნიღაბი ეკეთა უკანიდან ქურდულად მიეპარა ჩემს შვილს და დაჭრა. ბეგიმ წინააღმდეგობა გაუწია ქარდავას. შიშის ნიადაგზე იქვე მყოფმა ტუხაშვილმა დაარტყა ჩემ შვილს ე.წ სპიცი, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა"- ამბობს ზედელაშვილი.

მისი თქმით, "საქართველოში სამართალს ვერ პოულობს, ამიტომ საქმეზე ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს".

18 წლის ახალგაზრდა, ორი წლის წინ 25 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული გარდაცვლილზე ერთი წლით უფროსი 19 წლის როინ ქარდავაა, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მკვლელობის დღესვე ითქვა, რომ მკვლელობისას ქარდავა მარტო არ იმყოფებოდა. მეზობლებმა დაინახეს, რომ ეჭვმიტანილი თანმხლებ პირთან ერთად გარბოდა.

გარდაცვლილის მეგობრები აცხადებენ, რომ ქარდავასა და მამალაძეს კონფლიქტი პეროსვკაიაზე, ერთ-ერთ ბარში მოუვიდათ.

მეორე დღეს კი 19 წლის ეჭვმიტანილი მსხვერპლს საცხოვრებელ სახლთან დახვდა და დაახლოებით 17:00 საათზე სასიკვდილოდ დაჭრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42