„ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა“ - უჩა ნანუაშვილი კილაძის შვილის დაკავებაზე
საზოგადოება - 12:43, 15 Mar, 2017     3402

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ელისო კილაძის შვილის დაკავების ფაქტს განცხადებით ეხმაურება. ომბუდსმენი დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების წინადადებით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

„პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს 2017 წლის 13 მარტს თავად შეესწრო სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც დაკავებული დ.ხ.-ს მოსანახულებლად იმყოფებოდა პოლიციაში, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში.

სახალხო დამცველის აპარატის „ცხელი ხაზის“ რეაგირების ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა დ.ხ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მოინახულა. წარმომადგენლის მისვლისას პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მიმდინარეობდა დ.ხ.–ს დაკითხვა, ადვოკატის და პროკურორის მონაწილეობით. დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკავებულს აუღეს ნიმუში საექსპერტო კვლევისთვის, გაატარეს ნარკოლოგიური შემოწმება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაკავებულთან იმყოფებოდა.

ნარკოლოგიურიდან დაბრუნებისას, პოლიციის შენობის შესასვლელთან მყოფმა დაკავებულის მხარდამჭერთაგან ერთ–ერთმა შეძახილით მიმართა პოლიციელს. პოლიციის შენობაში შესვლის შემდეგ ამ პოლიციელმა დაკავებულთან უკმაყოფილება გამოხატა შეძახილის გამო და დაკავებულის თანდასწრებით ბილწი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა შეძახილის ავტორს, რომელიც იყო დაკავებულის ახლობელი. სწორედ ამ ფაქტს შეესწრო უშუალოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

დაკავებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას დამატებით განმარტა, რომ მასაც მიაყენეს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავების პროცესში (2017 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში) და გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა. დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში, რომელიც მისი განცხადებით, დაკავებისას მიღებული დაზიანების შედეგია. ასევე, განმარტა, რომ მისი დაკავება მოხდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თუმცა, მისი მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“ და მისი არ არის.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება პოლიციელების მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებებისა ფაქტზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედებების მიმართ არაადეკვატური პასუხი ულახავს ავტორიტეტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უკარგავს საზოგადოების ნდობას პოლიციას.

საქართველოს სახალხო დამცველი, აქვე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელონ ეთიკური ნორმების დაცვითა და ადამიანის უფლებების განუხრელი პატივისცემით.

რაც შეეხება შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტს - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ფაქტის გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმის მონიტორინგს აგრძელებს“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42