80 წლის ქალის დაყაჩაღების ფაქტზე მოძალადეებზე ინფორმაციისთვის ჩერნოვეცკიმ 10 ათას ლარიანი ჯილდო დააწესა
საზოგადოება - 11:38, 15 Mar, 2017     3027
რამდენიმე დღის წინ, თბილისის გარეუბანში საკუთარ სახლში 80 წლის ქალბატონი დააყაჩაღეს.

ყაჩაღობა თბილისში - სანზონაში, კაჭრეთის ქუჩის 22 ნომერში მოხდა.

ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა და სახლიდან სამი ათასი დოლარი გასტაცეს. დაშავებული საავადმყოფში გადაიყვანეს. დაზარალებულის მეზობლების თქმით, ლუბა ჯანგირაშვილი მარტო ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრები კი საზღვარგარეთ იმყოფებიან.

ამ თემაზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სპეციალური განცხადება გააკეთა: „რა ნაძირალა უნდა იყო, რომ მოხუცს თავს დაესხა, სცემო და ბოლო ფული წაართვა! ნუთუ ქართველები მოხუცების პატივისცემისა და თანაგრძნობის ტრადიციებს კარგავენ?!

ჩემი გვერდის ძვირფასო სტუმრებო, თუ რომელიმე თქვენგანი ფლობს დეტალურ ინფორმაციას ამ საშინელი შემთხვევის და ამ ქალბატონის საჭიროებების შესახებ, მე მზად ვარ, მას დახმარება გავუწიო!
და მე ვაწესებ ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით, ვინც მოგვცემს ამ მოძალადეების შესახებ ინფორმაციას!" - წერს ჩერნოვეცკი.
მოწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს გაცემის პირობები გამოქვეყნდება უახლოესი 5 დღის განმავლობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42