პატარა ქეთი საშინელი ტკივილებისგან იტანჯება
საზოგადოება - 10:46, 15 Mar, 2017     11198
3 წლის წინ გიგი და ანა ჯულაყიძეების ოჯახში მეორე ქალიშვილი დაიბადა. მათი ყოველდღიური ცხოვრება ბავშვზე სასიამოვნო ზრუნვით აივსო. დრო გადიოდა, ქეთიმ ტიტინი დაიწყო, სიარული ისწავლა, ჯანმრთელი და ძალიან საყვარელი გაიზარდა, მაგრამ 2016 წელს ოჯახის ბედნიერი ცხოვრება დასრულდა.

ეზოში, ბავშვებთან თამაშისას, ქეთი წაიქცა. პატარამ ღვიძლი დაიზიანა, ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ გოგონას 2 ურთულესი ოპერაციის გადატანა დასჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა და საბოლოოდ ქეთის გული გაუჩერდა...

სასწრაფო დახმარების მანქანით ბავშვი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს, გული კვლავ ამუშავდა, მაგრამ ცნობიერების დაბრუნება ვერ შეძლეს. ქეთის მდგომარეობა დღემდე კრიტიკულად მძიმეა. უკვე ნახევარი წელია ბავშვი ყელში და ცხვირში ჩადგმული მილების საშუალებით იკვებება და სუნთქავს.

ქეთის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, მას ინტენსიური, ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მაგრამ ოჯახმა ყველა რესურსი უკვე ამოწურა. მათ შვილისთვის ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ. მამას სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა, რადგან მძიმე ავადმყოფი შვილის მოვლა ძალზედ ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

„მჯერა, რომ ქეთი მალე კარგად გახდება, რომ ეს საშინელი ტკივილები დაეხსნება მის პატარა სხეულს, რომ ოდესმე კიდევ დამიძახებს დედას, მჯერა, რომ კეთილი ადამიანების წყალობით შევძლებთ ქეთი სიკვდილს გამოვლიჯოთ ხელიდან და დავამარცხოთ მისი ავადმყოფობა!“ – ამბობს ანა და ცრემლებს ვერ იკავებს.

დამოუკიდებლად ეს ოჯახი ვერ შეძლებს შვილის გადარჩენას. ამიტომ გთხოვთ, ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მათ. ადამიანის ცხოვრებაში ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ჯანმრთელობაა!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას პატარა ქეთის გადასარჩენად. ამ ოჯახისთვის ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქეთი ჯულაყიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/182/

ნებისმიერი სახის დახმარება ქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! პატარა გოგონას სიცოცხლე ჩვენს ხელშია!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42