ჩერნოვეცკის ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსგან მცირე საოჯახო ტიპის სახლების კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას მოითხოვს
საზოგადოება - 10:43, 15 Mar, 2017     1700
ჩერნოვეცკის ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსგან მცირე საოჯახო ტიპის სახლების კანონით გათავალისწინებულ დაფინანსებას მოითხოვს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ჩანს, საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინოვნიკების გარდა ყველამ იცის, თუ რამდენი უპატრონო ბავშვი, ბედის ანაბარა მიტოვებული მოხუცი და მძიმედ დაავადებული ადამიანი გვყავს!

ამიტომ ჩერნოვეცკის საქველმოქედო ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს 700-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს და 100-ზე მეტ უმწეო პატარას, რომლებიც ოჯახების სიღატაკის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც კი ვერ დადიან! ფონდის ყოველწლიური ბიუჯეტი, რომელიც საქველმოქმედო პროგრამების შესასრულებლადაა მიმართული, 2 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისსა და ქობულეთში ჩვენმა ფონდმა მცირე საოჯახო ტიპის 3 სახლი გახსნა, სადაც საუკეთესო საცხოვრებელი გარემო და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი, მშობლების მზრუნვლეობას მოკლებული 30 ბავშვისთვის.
ასევე, 2017 წელს ჩვენ ვაპირებთ კიდევ მინიმუმ 7 მცირე საოჯახო ტიპის სახლი გავხსნათ საქართველოს ყველაზე რთულად მისადგომ რეგიონებში, სადაც მშობლების მზრუნველობასა და სითბოს მოკლებულ ბავშვთა რიცხვი განსკუთრებით დიდია! ასევე წელს დავიწყებთ მრავალმილიონიან პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები უპატრონო ადამიანების დაცვას, მათთვის უფასო სასადილოებისა და ღამის გასათევის გახსნას.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ თითო ბავშვზე ყოველდღიურად 17 ლარი გამოყოს, მაგრამ გახსნის მომენტიდან (2016 წლის სექტემბრიდან) ქობულეთში მდებარე 2 მცირე საოჯახო ტიპის სახლს სამინისტროსგან კუთვნილი დაფინასება არ მიუღია. მისაღები თანხა თვეში 10 ათას ლარს შეადგენს. ამგვარად, უკვე ნახევარი წელია რაც 20 ბავშვი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ცხოვრობს. ბავშვების საკვებით, სამოსით, სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა და ასევე შენობის ქირის საფასურის გადახდა, პერსონალის ხელფასისა და კომუნალური გადასახადების დაფარვა ფონდისთვის მხოლოდ კეთილი ხალხისგან მიღებული შემოწირულობებით არის შესაძლებელი!
ფონდი გაოგნებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და პასუხისმგებელი პირების ასეთი უგულო დამოკიდებულებით, რომლებიც გამოგონილი მიზეზებით აჭიანურებენ დაფინანსების დაწყებას, რითაც კანონს არღვევენ, ლახავენ ბავშვთა უფლებებს და უპატივცემულობას იჩენენ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც ფონდს ამ საწყალ ბავშვებზე ზრუნვაში ეხმარება.
ჩერნოვეცკის ფონდი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებსა და პირადად მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს მკაცრად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გადაურიცხოს ბავშვთა სახლებს კუთვნილი თანხა!
ჩვენი მოთხოვნა არავითარ კავშირში არ არის იმ მიზერულ თანხებთან, რომლებსაც სამინისტრო თითო ბავშვზე გვიხდის. ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი საქმიანობის პატივისცემას და იმ ჩინოვნიკების დასჯას, რომლებსაც უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საკითხს! ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ კეთილშობილი ადამიანები უნდა მუშაობდნენ! ეს პრინციპის საკითხია და აუცილებლობის შეთხვევაში, ჩვენ მის გადაჭრას საქართველოს სასამართლოშიც მოვითხოვთ!"- აღნიშნავენ ფონდში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42