„8-დან 20 წელი ძალიან დიდი თავხედობაა ბატონებო თქვენის მხრიდან. მე მინდა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, მე თქვენი არ მეშინია, „ქრონიკა+” ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ვიცი, რომ ჩემი შვილი არის თქვენი მძევალი. არანაირ საპროცესო გარიგებაზე რა თქმა უნდა, საუბარი არ იქნება, არანაირი პირობებით. ამიტომ, ვთხოვ პროკურატურას, რომ ამას ნუ შემომთავაზებენ და არცერთ მოლაპარაკების თემად არ განიხილება „ქრონიკა+“-ის დახურვა, ან ტონის შერბილება და კრიტიკული მასალების არ გამოქვეყნება“ - განაცხადა ელისო კილაძემ “რუსთავი2“-თან.
დავით ხარშილაძე განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს, მას ბრალი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს რაც სასჯელის სახით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






