რეიტინგული ქართული სერიალების ავტორის მოწვევა GAU-ს სტუდენტებმა, პირველ რიგში, წარმატებული და წლების განმავლობაში აქტუალური პროექტების გამო გაუჩნდათ. ქეთი დევდარიანის მიერ დაწერილი და შემდეგ გადაღებული ამბები ხომ საინტერესო აღმოჩნდა განსხვავებული სეგმენტის ადამიანებისთვის - სხვადსხვა ასაკის, ინტერესებისა და მსოფლმხედველობის მაყურებლებისთვის.
„ყველა სერიას ვწერ, როგორც პირველს. ეს არ არის რუტინა, ეს არის გამოწვევა. როდესაც არ მოგწონს, რასაც აკეთებ, ამას მაყურებელი, მკითხველი, კლიენტი პირველი ხვდება.“ - ამბობს ქეთი დევდარიანი, რომელმაც „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ თანაავტორ დავით გაბუნიასთან ერთად შექმნა.
როგორ იწერება ამბები, რომლებშიც ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან წევრებს ვპოულობთ, გაშარჟებულ მძიმე თემებს ან დრამატულ მოვლენებს ვუყურებთ, როგორია ავტორისეული პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში და როგორ არჩევს ის თემებსა თუ პერსონაჟებს სერიალებისთვის - ამ თემებზე საუბარს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია მოჰყვება. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები






