გუშინ გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვაჟი დააკავეს. დეტალების შესახებ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დამატებით რაც გავიგე:
დაკავებისას რაღაც ორი პაკეტი ჩაუდეს.არ მისცეს ზარის განხორციელების უფლება,ჩხრეკას არ დაასწრეს არავინ-ნარკოლოგიურის ექიმმა ვიზუალური დათვალიერებით ნარკოტიკული თრობა გამორიცხა,რაკი მოწმეებზე უარი უთხრეს,შარდის ანალიზი არ ჩააბარა.ადვოკატის მისვლის მერე თავად მოითხოვა და ჩააბარა ანალიზი ორჯერ.ორჯერვე სუფთა იყო-მესამე ანალიზისთვის გაგზავნილია ექსპერტიზაზე.
ორი პაკეტი არის რაღაც
ფხვნილი და აბები.ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა,ამიტომ სრულიად გაუგებარია,რატომ დაიწყეს გამოძიება 260-ე მუხლით.
მადლობელი ვარ რომ ციანიდი არ ჩაუდეს,არც კიევი-თბილისის ბილეთი ჰქონდა.
ვიცი რა ბრძოლაშიც ვიყავი,ველოდი,მე და ჩემს შვილს ამ თემაზე ხშირად გვილაპარაკნია.მხნედაა-მზადაა ბრძოლისთვის.
p.s.ორივე ინფორმატორის ვინაობა ვიცი,ვიცი როგორ დაიგეგმა და მზადდებოდა "სპეცოპერაცია"რატომ იყო ის უბანი დილიდან პოლიციელებით სავსე”, - წერს ელისო კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






