პატრიარქის დაცვასთან გადაკვეთა არ მქონია, ჩვენება პროკურატურას მივეცი - გამზარდია ფარულ ჩანაწერზე
საზოგადოება - 14:30, 13 Mar, 2017     4291
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ექსპერტი არჩილ გამზარდია "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მას პატრიარქის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კომუნიკაცია უწმინდესის დაცვის ან მისი გარემოცვის რომელიმე წევრთან არ ჰქონია.

გამზარდია ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ის პროკურატურაში დაკითხეს.

ცნობისთვის, დღეს, გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ სატელეფონო ჩანაწერის სტენოგრამა გამოაქვეყნა, რომელიც მათი თქმით დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააცნო.

ადვოკატი არ ასახელებს იმ პიროვნებას, რომელსაც მამა გიორგი ესაუბრება. მიხეილ რამიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფარული ჩანაწერები სრული სახით გამოქვეყნდება, საზოგადოებას ე.წ ციანიდის საქმეზე წარმოდგენა შეეცვლება.

სტენოგრამის მიხედვით დეკანოზი მამალაძე, უცნობ პირთან არჩილ გამზარდიას ახსენებს.

"წაიკითხე გამზარდიას სტატია?... პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში იმიტომ წაიყვანესო"- წერია გამოცემაში.

ბეჭდურ მედიაში გასული მასალის მიხედვით, მამა გიორგი უცნობ პირთან საუბრისას აცხადებს, რომ არჩილ გამზარდიას "პატრიარქის დაცვამ უნდა დაუძახოს".

ამავე სტენოგრამ​ის მიხედვით, მამალაძე ამბობს: "მე ვფიქრობ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურმა ეს უნდა შეისწავლოს. თან რა პროვოკაციაა, იმიტომ, რომ ახლა ვიღაც რომ გაიგებს, რომ პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში მაგიტომ წაიყვანეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა. გესმის?".

აღნიშნული თემის კომენტირებისას, არჩილ გამზარდია "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ "დეკანოზის ადვოკატს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია".

"პატრიარქის დაცვასთან არანაირი გადაკვეთის წერტილი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ დაცვის ყოფილ უფროსს და ჩემს შვილს ერთი და იგივე ნათლია ჰყავს, თუმცა არასდროს გადავკვეთილვართ. ჩემი პროფესია, საზოგადოებრივი პროცესების შეფასება და ანალიზია, ამიტომაც მე ძალიან ბევრ მიმდინარე მოვლენებზე ვაკეთებ ანალიზს. როგორც პოლიტიკურ საკითხებზე შემიძლია ვაკეთო ანალიზი, ასევე შემიძლია საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების ანალიზი, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებ.

რამიშვილმა რა მოიტანა არ ვიცი, ვფიქრობ, რომ იუმორის გრძნობა აქვს დაკავებული დეკანოზის ადვოკატს. ერთადერთი შეხვედრა მქონდა მე პროკურორთან. საპატრიარქოს არც ერთ წარმომადგენელთან მე არანაირი შეხვედრა არ მქონია და პრინციპში არც უნდა მქონდეს. რა მესაქმება მათთან ამ მხრივ?! მე შეიძლება მათ რელიგიური მოტივაციით შევხვდე. იდეურად გაუგებარია, რატომ უნდა გადავიკვეთო მე პატრიარქის დაცვასთან - რა საერთო უნდა მქონდეს, რა ანგარიშვალდებულება მაქვს მათთან ან მათ რა ანგარიშვალდებულება აქვთ ჩემთან. იდეურთან ერთად, ეს, პრაქტიკულადაც ვერ მოხდებოდა და არც უნდა მომხდარიყო და თუ მოხდებოდა, საჯაროდაც ვიტყოდი. მე საჯარო ადამიანი ვარ, ღია ცხოვრებით ვცხოვრობ და ამას გამოვხატავდი"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" არჩილ გამზარდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42