"გამზარდიას უნდა დაუძახოს პატრიარქის დაცვამ... რა პროვოკაციაა"- დეკანოზის აქამდე უცნობი სატელეფონო ჩანაწერი
საზოგადოება - 13:18, 13 Mar, 2017     21675
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სატელეფონო ჩანაწერის სტენოგრამას აქვეყნებს, რომელიც მათი თქმით დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააცნო. ადვოკატი არ ასახელებს იმ პიროვნებას, რომელსაც მამა გიორგი ესაუბრება, მიხეილ რამიშვილის თქმით იმ შემთხვევაში თუ ფარული ჩანაწერები სრული სახით გამოქვეყნდება, საზოგადოებას ე.წ "ციანიდის საქმეზე" წარმოდგენა შეეცვლება.

მამაკაცი:- ჰაუ
მამა გიორგი:- რას შვები?
მამაკაცი:- რა ვიცი შენა?
მამა გიორგი: რა ვიცი, ვარ რა, რა ქენი წაიკითხე გამზარდიას სტატია?
მამაკაცი - არა, არ წამიკითხავს, და რა არის, რა წერია, რას ამბობენ რო?
მამა გიორგი- პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში იმიტომ წაიყვანესო.
მამაკაცი - ვაი, ამათ პატრონს, ესე იგი, ეგ არის უნამუსო კაცი.
მამა გიორგი- თან ამას აქვეყნებს apsni.ge
მამაკაცი - მართლა, ტო?
მამა გიორგი:- ხო.
მამაკაცი:-კაი, რა.
მამა გიორგი:- თბილისში უნდოდათ, იცოდნენ, ფატალური შედეგი იქნებოდა და წაიყვანეს გერმანიაშიო.
მამაკაცი: - ნაბიჭვარი ეგა. ახლა წავიკითხავ, მეც მითხრეს, რაღაცას წერენო.
მამა გიორგი: - დაგიგდებ ამას იმაზე, რა ქვია სიგნალზე.
მამაკაცი:- apsni.ge-ზე დევს?
მამა გიორგი:- სიგნალზე დაგიგდე ლინკი.
მამაკაცი:- ა, კაი, მომისმინე, სად ხარ შენ?
მამა გიორგი:- ბათუმში.

ამ სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაკეთებულია ამა წლის 8 თებერვალს. იმავე დღეს მამა გიორგისა და ზემოაღნიშნულ მამაკაცს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ჩანაწერიც ასევე საქმეში დევს:

მამაკაცი:- ხო.
მამა გიორგი:- ალო.
მამაკაცი:- ხო , რას შვრები?
მამა გიორგი:- რავი, წაიკითხე?
მამაკაცი:- არა, კაცო, ვერ წავიკითხე, ვერ იმას ვქენი, ვერ მოვიხელთე ინტერნეტი.
მამა გიორგი:- ბიჭო, მე რას ვფიქრობ იცი?
მამაკაცი:- ხო.
მამა გიორგი:- გამზარდიას უნდა დაუძახოს იმან, რა ქვია, პატრიარქის დაცვამაც. მე ვფიქრობ.
მამაკაცი:- ხო
მამა გიორგი:- და უნდა ჰკითხოს ეხლა, კი, საფრთხეები და ჩვენ ვიცით ყველამ, რომ რას ემსახურება ახლა მაგის პროპაგანდა.
მამაკაცი:- ხო.
მამა გიორგი:- ინტრიგა თუ რაღაც.
მამაკაცი:- ხო, თვითონ რას ფიქრობს, ხო, აი, რა საფუძველზე ამბობს ამას?
მამა გიორგი: მე ვფიქრობ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურმა ეს უნდა შეისწავლოს. თან რა პროვოკაციაა, იმიტომ, რომ ახლა ვიღაც რომ გაიგებს, რომ პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში მაგიტომ წაიყვანეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა. გესმის?

მამაკაცი:- კი
მამა გიორგი:- ხოდა, ღმერთო მაპატიე, შიგა აქვს მაგას თუ რა, ვერ გავიგე.
მამაკაცი:- არა უსინდისოა, რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად.
მამა გიორგი:-ქვეყნის გადატრიალების ტოლფასია, მაგას რომ აკეთებ. რა, იძახი, რო ქვეყნის გადატრიალების გეგმა არსებობსო?
მამაკაცი: ხო, ხო.
მამა გიორგი:-და მე კიდევ უფრო უარესს ვხედავ მაგაში. იცი რას ვხედავ? ღმერთმა დაიფაროს და ეს ტექსტი წაიკითხოს პატრიარქმა.
მამაკაცი: ხო.
მამა გიორგი:- ოპერაციას არ გაიკეთებს , ტკივილით მოკლავენ შობელძაღლები.
მამაკაცი:-კი.
მამა გიორგი:- ხო.
მამაკაცი:- კაი დაგირეკავ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42