„წმინდა სინოდის სხდომაზე იყო მსჯელობა ჩემი განცხადებებიდან გამომდინარე, რომელმაც თითქოს მორწმუნე საზოგადოებაში ბევრი უკმაყოფილება გააჩინა. მორწმუნე საზოგადოებამ ამ ბრალდებაზე კომენტარი თვითონ გააკეთოს.
განსაცდელების გამო არასდროს არ მოვერიდები ჩემს ღირსეულ მსახურებას. ჩემს სათქმელს რაც იქნება საჭირო, ჩემი ეპარქიიდან და ჩემი ამბიონიდან ვიტყვი, ამის შეზღუდვა არ მექნება“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, გუშინ გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები განხილვის მთავარი თემა იყო. განცხადებები რომელშიც მეუფე პეტრე საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა წმინდა სინოდმა კანონიკური და ეთიკური ნორმების დარღვევად მიიჩნია და მიტროპოლიტს ამის გამო გაფრთხილება მისცა.
წმიდა სინოდის თქმით მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს, რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის. წმიდა სინოდის გუშინდელი დადგენილებით, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გაფრთხილება მიეცა და გათავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.
მასალის გამოყენების პირობები






