გამოძიებამ კიდევ ერთი პირი დაკითხა, რომელსაც მამა გიორგი მამალაძემ მომწამვლელი ნივთიერება სთხოვა
საზოგადოება - 00:29, 10 Mar, 2017     10286
„მე მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩატარდეს, რომ მე იარაღთან არანაირი შეხება არ მქონია“ - აცხადებს განსხვავებული აქცენტების ეთერში ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ ერთ-ერთ ნივთმტკიცებულებაზე.

მამალაძე ამბობს რომ დეკანოზი არის მისი ძმისშვილის ნათლია და სხვა ნათესაური კავშირი მასთან არ გააჩნია.

მისი თქმით, დეკანოზთან თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ქონების მარვის სამსახურში გადმოიყვანეს. ,,მე ის მაძლევდა კონკრეტლ ქეისებს მაღალი სასულიერო პირების შესახებ“.

მან აღნიშნა, რომ თეოდორე ჭუაძესთან დაკავშირებული ინფორმაციაც მის მიერ მიწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით ჰქონდა.

რაც შეეხება დეკანოზის წერილს, ის ამბობს, რომ წერილი არ წაუკითხავს, თუმცა ზოგადი შინაარსი იცის.

ირაკლი მამალაძის განცხადებით, ის პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს რამდენჯერმე შეხვდა.

რატომ მიმართა დეკანოზმ ირაკლი მამალაძეს ციანიდის საშოვნელად.

,,ჩვენ გვქონდა ახლო ურთიერთობა და ის როგორც ჟურნალიტს ისე არ მესაუბროებოდა ციანიდთან დაკავშირებით.“

მამალაძე ამბობს, რომ გამოძიებამ კიდევ ერთი პირი დაკითხა, რომელსაც მამა გიორგი მამალაძემ მომწამვლელი ნივთიერება თხოვა.

„მამა გიორგისთან მე მქონდა ძალიან ახლო დამოკიდებულება და მისთვის არ აღვიქმებოდი როგორც მხოლოდ ჟურნალისტი, ერთ-ერთი შეხვედრისას მან ფურცელზე დამიწერა, რომ ესაჭიროებოდა კალიუმის ციანიდი. არ მიკითხავს რატომ ჭირდებოდა. მას კაზრეთიდან აინტერესებდა ეშოვა. ეს ნივშითერება შეუძლია ,,არემჯიში“ ჩვეულებრივ მუშაც იშოვოს.“ - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძემ ციანიდი თავდაპირველად 23 იანვარს სთხოვა. როგორც ის აცხადებს, მან თავიდანვე დაინახა საფრთხე და დეკანოზის მიერ ფურცელზე დაწერილი სიტყვა - ციანიდი მტკიცებულებად შეინახა. რამდენიმე დღეში კი, ადვოკატ ირმა ჭკადუასთან მივიდა და სთხოვა გაეფრთხილებინა საპირისპირო მხარე, რათა ცუდი არაფერი მომხდარიყო და მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აერიდებინათ.

მამალაძე ამბობს, რომ ის არ იყო დარწმუნებული იგეგმებოდა თუ არა პატრიარქის მოწამვლა

„მე თავიდან მეგონა, რომ მეუფე იაკობის მოწამვლა უნდოდათ. ეს ადამიანები იყვნენ რადიკალურად დაპირისპირებული მეუფე იაკობთან, თეოდორე ჭუაძესთან, შორენა თეთრუაშვილთან და აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი პირველ ეტაპზე, რომ ეს რამენაირად პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული,“ - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

,,ირმა ჭკადუამ მითხრა, მე აღარ დამელაპარაკო, თუ რამე მოხდება შენს სინდისზე იყოსო“ -აცხადებს ირაკლი მამალაძე.

მისი თქმით, პროკურატურას უთხრა, რომ მაღალ სასულიერო პირს ან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საფრთხე ემუქრებოდა. ირაკლი მამალაძე სასულიერო პირის ქმედების სავარაუდო მოტივად კარიერულ წინსვლას და არსებულ დაპირისპირებას ასახელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42