სინოდის სხდომის განჩინება დღეს საღამოს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ გააცნო საზოგადოებას.
განჩინების თანახმად, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ბოლოდროინდელი განცხადებების გამო გააკრიტიკეს და სინოდის წევრების გადაწყვეტილებით ის საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების“ ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას ნდობას უცხადებს.
სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ მედიასთან მოკლე კომეტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და მას ურჩევნია ,,დაისაჯოს სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გაიმარჯვოს“.
საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტიდან მეუფე პეტრეს გადაყენებას პროტესტი მოჰყავსაპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლებში. დღესვე დეკანოზმა ზურაბ ცხოვრებაძემ, თანამშრომლებთან ერთად განცხადება წაიკთხა, სადაც ისინი მიმართავენ საქართველოს პატრიარქს, დააბრუნოს მეუფე პეტრე ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტი შესაძლოა, გიორგი ანდრიაძემ ჩაიბაროს. თავდაპირველად, როდესაც საპატრიარქოს ტელევიზია გაიხსნა, სწორედ გიორგი ანდრიაძე ფლობდა დირექტორის პოსტს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ის, პატრიარქის გადაწყვეტილებით ამ თანამდებობიდა გაათვისუფლეს და მის ადგილას მეუფე პეტრე დაინიშნა.
უცნობია, რატომ არ მოხდა გიორგი მამალაძის საქმეის განხილბა სინოდის ცხდომაზე. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მღვდელმთავრებს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მღვდლობის უფლება უნდა შეეჩერებინათ და ჯვრის აყრის წესი უნდა ჩატარებულიყო.
ვიდეომასალას საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






