საქართველო ოფიციალურად უერთდება საქველმოქმედი კამპანიას Red Nose Day.
ამის შესახებ ფეისბუკზე, სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი წერს.
„საოცრებათა შორის სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა !!!
დიდი ამბების შემდეგ მოვიპოვეთ საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის - Red Nose Day საქართველოში ჩატარების ლიცენზია. დავიწყებთ 24 მარტს და გაგრძელდება 24 აპრილამდე. ჩვენ ყველა ერთად ვიყიდით, გავყიდით, გავიკეთებთ წითელ ცხვირებს, ვიცინებთ და რაც ყველაფერზე მთავარია - შეგროვილი ფულით ზაფხულში ვიყიდით მიწას, თბილისში და ავაშენებთ შენობას, სადაც სულ იქნება საჭმელი და ტანსაცმელი უფასოდ ყველა ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, ყველა ერთად ვიზამთ ამას რა გიჟივით მიხარია ნეტავ იცოდეთ 24 მარტიდან ყველას წითელი ცხვირი გვეკეთება, იმისთვის რომ შიმშილი და სიცივე მოვსპოთ" - წერს აკა.
“წითელი ცხვირის დღე” (Red Nose Day) – ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო აქციაა. 1985 წელს გაჩნდა იდეა, რომ სწორედ იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად. იდეა, ბრიტანულ საქველმომქედო ორგანიზაცია Comic Relief-ს ეკუთვნის, რომელიც 1985 წელს დაარსდა კომედიური ჟანრის სცენარისტის რიჩარდ კურტისია და კომიკოსი მსახიობის ლენი ჰენრის მიერ და რომელიც ეთიოპიაში ოპერირებს.
1988 წელს პირველად აღინიშნა "წითელი ცხვირის დღე" . 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად. კამპანიას მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.
"წითელი ცხვირის დღე" ორ წელიწადში ერთხელ იმართება. აქციის ორგანიზატორები თანხის შეგროვებას მუსიკოსების, სპორტსმენების, მსახიობების და ჩვეულებრივი ხალხის დახმარებით ცდილობენ.
აქციაზე მისულმა ადამიანებმა აუცილებლად “წითელი ცხვირი” უნდა იყიდონ. მომღერლები კონცერტებს აკეთებენ, სპორტსმენები მარათონს აწყობენ. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია და ამ აქციიდან შეგროვილი თანხა ბავშვების დახმარებას ხმარდება.
მასალის გამოყენების პირობები






