„ერთადერთი შემიძლია ვივარაუდო ის, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა კომენტარი მის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებზეც გააკეთა და კითხვაზე შესაძლებელია თუ არა სინოდის სხდომაზე მასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება, მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ის საეკლესიო სამართლის ამუშავების და დასასჯელების პასუხისმგებლობის დაყენების მომხრეა:
„მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი“- აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მეუფე პეტრემ კომენტარი „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზეც გააკეთა. მიტროპოლიტის თქმით ჩანაწერებმა აჩვენა, როგორი არასახარბიელო გარმეოცვაა საპატრიარქოში, თუმცა მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დეკანოზი მამალაძე არავის მოსაწამლად არ მიდიოდა:
„ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი და როგორი არასახარბიელო მდგომარეობაა სასულიერო პირების მხრივ საპატრიარქოში და პატრიარქის ირგვლივ. სწორედ ამიტომა საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი კრება. ის, რომ მამა გიორგი არავის მოსაწამლად არ მიდიოდა, ამაში ვარ დარწმუნებული.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მასალის გამოყენების პირობები






