საუკუნის მატჩი კამპ ნოუზე: 6:1 - "ბარსელონამ" "პსჟ" გაანადგურა
სპორტი - 02:40, 09 Mar, 2017     7188
კამპ ნოუზე რამდენიმე წუთის წინ ისტორიული მატჩი დასრულდა. "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩზე "პსჟ"-ს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

მატჩის მოლოდინი დიდი იყო, რადგან პირველი მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა 4:0 წააგო. შესაბამისად, ბარსას მეოთხედფინალში გასასვლელად თამაში 5 ბურთიანი სხვაობით უნდა მოეგო.
ანგარიში პირველივე ტაიმში მე-3 წუთზე სუარესმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა ორამდე გაიზარდა.
50-ე წუთზე კი პენალტი ლეო მესიმ ზუსტად გამოიყენა. 62-ე წუთზე ედინსონ კავანიმ ბარსელონას კარში გოლი შეაგდო და ამით პსჟ-ს მეოთხედფინალში გასვლა თითქოს გაუნაღდა.განსაკუთრებით დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა მატჩის ბოლო წუთები. შეხვედრის 88-ე წუთზე ნეიმარმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო და ანგარიში 4:1 გახადა. დარჩენილ დროში კატალონიელებს კიდევ 2 გოლი სჭირდებოდათ. 89-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა ლუის სუარესის სასარგებლოდ. პენალტი ბრწყინვალედ შეასრულა ნეიმარმა და 90-ე წუთზე ანგარიში 5:1 გახდა.

დაძაბულ შეხვედრას არბიტრმა 5 წუთი დაამატა. გადამწყვეტი მე-6 გოლი სწორედ დამატებით 95-ე წუთზე გავიდა. ნეიმარის ჩაწოდება სერხი რობერტომ გოლით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ბარსელონას ფეხბურთელებმა ბოლო 7 წუთში სამი გოლის გატანა მოახერხეს და ისტორიაც დაწერეს.

ბარსელონა გახდა პირველი გუნდი, რომელმაც , ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, პირველად ოთხბურთიანი უპირატესობა დაძლია.
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42