სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
საზოგადოება - 18:16, 08 Mar, 2017     2832

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალბატონებისთვის კონცერტი გამართა ტექნიკური უნივერსიტეტის ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „ქალდეამ“, მამა პეტრემ კი მათთვის საკუთარი ლექსები წაიკითხა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი პენიტენციური დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლსაც ესტუმრა, სადაც მსჯავრდებულ ქალბატონებთან ერთად, მათი შვილებიც იმყოფებიან.

„N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალბატონებს 8 მარტი მივულოცეთ. ასევე, ვიყავით დედათა და ბავშვთა სახლში და იქ მყოფ მსჯავრდებულებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც მათ ყოფას გაუადვილებთ,“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ.

ზვიად მიხანაშვილი მსჯავრდებულებს ესაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის დამტკიცების შემდგომ ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, დასვენებისა და უქმე დღეებში შვილი მოინახულონ.

„ყველა ადამიანს სჭირდება მხარში დგომა და განსაკუთრებით მათ, ვინც საპატიმროში იმყოფება. გვინდა ქალ მსჯავრდებულებს ტკივილი შევუმსუბუქოთ და ეს დღე გავულამაზოთ,“- განაცხადა მამა პეტრემ.

სტუმრები იმყოფებოდნენ დაწესებულებაში არსებულ სამლოცველოსა და სილამაზის სალონში, ასევე, დაათვალიერეს მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42