საქართველოს „მაკდონალდსი“ ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
საზოგადოება - 17:36, 08 Mar, 2017     26000
საქართველოს მაკდონალდსი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. საპატიო ჯილდო მაკდონალდს საქართველოს 2016 წლის კვლევის შედეგად, მსოფლიოს უდიდესი რესტორნების ქსელის ევროპის ცენტრალურმა ოფისმა მიანიჭა.

„მაკდონალდსი 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს დღეისთვის და ყოველწლიურად ახდენს ბაზრების კომპლექსურად შეფასებას სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ამჯერად ჯილდო როგორც ევროპის გამორჩეულ ბაზარს საქართველოს ხვდა წილად. დაიმსახურო „საუკეთესოს“ წოდება ისეთ ქვეყნებს შორის როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, პორტუგალია, ფინეთი და ა.შ, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლო განვითარებისთვის.“ - აცხადებს მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

კომპანიის ხედვა და სტრატეგიული პრიორიტეტები, მომსახურება და სისუფთავე, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ინოვაციების დანერგვა, ხარისხი და ხარისხის კონტროლი, ბიზნესის განვითარება და რეზულტატები - ეს ის ინდიკატორებია, რის მიხედვითაც მაკდონალდს საქართველომ განსაკუთრებული შედეგები აჩვენა და ჯილდოც დაიმსახურა.

საქართველოს მაკდონალდსი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანასთან ერთად მომსახურების ახალი პლატფორმა წარმატებით დანერგა და არაერთ ევროპულ ბაზარს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. სულ ახლახანს კი მაკდონალდს საქართველომ მომხმარებელს კიდევ ერთი ინოვაცია - შესაკვეთი კიოსკები წარუდგინა, რომელიც მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული, ადაპტირებულია შშმ პირებზე და მომხმარებლის კომფორტზე ფოკუსირდება.

ახლახანს თბილისში გაიხსნა მაკდონალდსის ლოჯისტიკური ცენტრიც, რომელიც 30 რესტორნის მომსახურებაზეა გათვლილი და თავისი მასშტაბით ამიერკავკასიაში უდიდესი, ხოლო სტანდარტებით უმაღლეს კატეგორიაში ხვდება. კომპანია პროდუქციას ევროპის საუკეთესო საწარმოებიდან იღებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საკვებს სთავაზობს.

საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს-დღეობით 11 რესტორანს აერთიანებს, წელს კომპანია კიდევ ერთი რესტორნის გახსნას ქუთაისში გეგმავს. მაკდონალდსში 930 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა საშუალო ასაკიც 20-22 წელია და ყოველდღიურად დაახლოებით 15 000 სტუმარს ემსახურება.

მაკდონალდს საქართველოს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული როგორც ხარისხისთვის და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინის და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42