iPhone+ - ვალერიან ცერცვაძის და მისი ოჯახის ლოგიკა, თუ სტრასბურგამდე მივიდა მთელი ქვეყნის უდიდესი სირცხვილი იქნება
საზოგადოება - 20:27, 07 Mar, 2017     3275
2016 წლის ოქტომბერში შპს “აიტექნიკის” სარჩელის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ iPhone+_სს 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო. შპს აიტექნიკი Facebook-გვერდის გაუქმებას iPhone+_სს ედავება.

iPhone+_ში აცხადებენ, რომ “აიტექნიკის” მიერ iPhone+_ის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელში არსებული Facebook-გვერდის გაუქმებით მიყენებული ზარალის დათვლა არაპროფესიონალურადაა შესრულებული.

“როგორც კი სასამართლო განხილვა დაიწყება, სარჩელის ყველა აბზაცს სასამართლოს პარარელურად გავივლით საზოგადოებასთან ერთად იმისთვის, რომ უსამართლობასა და უსინდისობასთან შეჭიდების პრეცედენტი შევქმნათ.

ვალერიან ცერცვაძის კომპანია “აიტექნიკმა“ ვითომ, facebook-გვერდის გაუქმების შემდეგ მიღებული ზარალი დაითვლა. “აიტექნიკის” მიერ დათვლილი ე.წ. ზარალის შეფასება აცდენილია რეალობას. 2013 და 2014 წელს გაყიდვების ზრდას აფიქსირებენ, ხოლო 2015 წელს, მაშინ როდესაც Facebook-გვერდი გაუუქმდათ ლოგიკურზე ნაკლებ კლება დააფიქსირეს იმისთვის, რომ წარმოაჩინონ თითქოს დიდი ზიანი მიადგათ.

მომჩივანი ვალერიან ცერცვაძე ცდილობს, რომ გამოიყვანოს ზარალის ოდენობა facebook-ის გაუქმების შემდეგ, რომელიც მოხდა 2015 წლის ოქტომბერში, Facebook-ის მიერ Apple-ის საჩივრის საფუძველზე, ზარალის დასათვლელად აიღეს გაყიდვების ზრდის დინამიკა 2013-2014 წლის და შეადარეს 2015 წელს ( ანუ facebook-გვერდის გაუქმების შემდეგ 2013-2014 წლების ბოლო თვეს). 2013 წელს ჰქონია კომპანიას 50%-იანი ზრდა, 2014 წელს 23.6% ზრდა, ხოლო facebook-გვერდის გაუქმების გამო 2015 წელს კი ჰქონია 18% ზრდა.

ცერცვაძის ლოგიკით, 2013 წელს რომ 50% ზრდა ჰქონდა და 2014 წელს 23,6 ეს თურმე კლებას არ ნიშნავს, არამედ ჯამური ზრდა აიღეს და 37% ზრდა უნდა ჰქონოდათ 2015 წელს. იმ დროს როდესაც ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, 2013 წელს რომ 50% ზრდა იყო და 2014 წელს მხოლოდ 23.6% - ეს უკვე კლებაა. facebook-გვერდის გაუქმებამდე 55%-იანი კლება, რაც დინამიკაში სწორედ ასეთი პრინციპით უნდა დათვლილიყო როგორც კლება. 2014 წელთან შედარებით 2015 წელს მხოლოდ 35%-იანი კლება ფიქსირდება, როდესაც 55%-იანი კლებაა დინამიკაში, ანუ დინამიკაში 2015 წელს უფიქსირდებათ ლოგიკურზე ნაკლები კლება, იმაზე ნაკლები კლება, ვიდრე დინამიკით იყო მოსალოდნელი. 2013 და 2014 წლის კლება არის 55%, იგივე კლების დინამიკა ლოგიკურად უნდა გავრცელდეს 2015 წელზეც და გამოვა 23.6 %-იან ზრდიდან 55% იანი კლება 12%-მდე ზრდაა, ანუ 12% ზრდა იყო დინამიკის ნორმა და მათ ჰქონიათ 18% ზრდა, ანუ დინამიკაში მოგებაში არიან.

აღსანიშნავია, რომ “აიტექნიკის” facebook-გვერდი, თავად Facebook-მა Apple-ის სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენების გამო გააუქმა. ვაპირებთ ვთარგმონთ სარჩელი და განჩინება, რითაც სრულიად ფართო საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, ჩვენი მეგობარი დიპლომატებისათვის და სტრასბურგისათვის”, - აცხადებენ iPhone+_ში.

iPhone+_ში აღნიშავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ iPhone+_ის ანგარიშებზე ყადაღის ოდენობა ნაცვლად შემცირებისა გაიზარდა.

“ვფიქრობთ, რომ სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვის პერიოდში სრულიად საქართველო უნდა იყოს ჩართული. გარდა ამისა, “აიტექნიკის” მოთხოვნით ვითომ ყადაღა შეამცირეს, სინამდვილეში ჩვენს ანგარიშებს ჯამში 30 მილიონი ლარის ყადაღა დაადეს, ანუ უფრო გაზარდეს, რადგან მათი მტკიცებით მოსამართლეს განმარტება შეეშალა და ყველა ანგარიშზე სათითაოდ დაადო ყადაღა”, - განმარტავენ iPhone+_ში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42