„2014 წლის 19 თებერვალს მაშინდელი ხელისუფლება სწორედ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში შევიდა და დაარბია,“ - აღნშნა ჩხეტიანმა.
„იბერიას“ საქმეში მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები,“ - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა უმაღლესი საბჭოს სხდომის დამთვარების შემდეგ.
„ის ხალხი, ვინც ასე აქტიურადაა დღეს ჩართული „რუსთავი 2“-ის საქმეში, მაშინაც აქტიურად იყო ჩარეული „იბერიას“ საკითხში. პროკურატურა ამ საქმეს იძიებს და მალე ალბათ, გამოძიების შედეგებსაც ვნახავთ. ამიტომ, არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღიო და კონკრეტულ პირებამდე დავიდე თუმცა მთავრობის მაშინდელი უმაღლესი ეშელონი შეთანხმებულად მოქმედებდა. სწორედ ამ ამ ჯგუფის მოქმედებებმა ჩააგდო „რუსთავი 2“ ამ დღეში, რომელშიც დღეს არის,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა და დასძინა, რომ ტელეკომპანია „იბერია“ მაშინდელ მთავრობას არ გაურიგდა და დღემდე სწორედ ამან მოიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






