როგორც ირკვევა მამაკაცი საქართველოში მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ბიზნეს პარტნიორებთან შესახვედრად ჩამოვიდა და ორთაჭალაში, აბანოთუბანში დასახლდა.
2 მარტის, გვიან ღამით, ხანში შესულ მამაკაცს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ ჩაქუჩით თავი გაუტეხეს და სახლიდან დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი წაიღეს.
მკვლელობის ადგილზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც გარდაცვლილი ბიზნესპარტნიორებთან კონტაქტზე არ გამოდიოდა.
კრიმინალური ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობს "სამართალდამცავთა ლიგის" წევრი ზაზა ჭაია. მისი ინფორმაციით, მამაკაცი ისრაელში უკვე გადაასვენეს.
აღნიშნულ ფაქტი ნიუპოსტთან დაადასტურეს შსს-შიც. უწყების ინფორმაციით ცხელ კვალზე რამდენიმე პირია დაკავებული, გამოძიება 109-წ მუხლის მეორე ნაწილის ე-ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






