მილტონ ჰეიგის განკარგულებაში 31 მორაგბეა – 14 უკანახაზელი და 17 მორკინალი. დაემატა სამი გამოცდილი ლეგიონერი – მამუკა გორგოძე, მიხო ნარიაშვილი და ზურა ჟვანია. შალვა მამუკაშვილი კლუბში მიბრუნდა, ესპანეთთან თავგამოჩენილი ახალბედა, სოსო მათიაშვილი კი "შვიდკაცამ" იხმო.
ჰეიგმა შეკითხვის პასუხად დაადასტურა, რომ საქართველო ამ რაზმით ეთამაშება როგორც რუსეთს, ასევე რუმინეთს.
მწვრთნელი კმაყოფილია ყველა ახალგაზრდის ზრდა-დაოსტატებით და ტურნირის ბოლო ორ მატჩშიც გეგმავს მათზე დაკვირვებას. მისი თქმით "ნდობა გაამართლა უკლებლივ ყველა ახალბედამ და ჩინებულადაც გამოიყენა შანსი, რათა მწვრთნელებისთვის მოეწონებინა თავი უნარ-ჩვევებით. დასკვნითი ორი თამაშისთვის უპრიანია გამოცდილ ლიდერთა დამატება, ამიტომ ვიხმეთ მიხო და მამუკა. ზურა ჰუქერად შეცვლის შალვას, რადგან ეს ახალ კლუბში - ტულონში - მედჯოკერია და მისი გათავისუფლება გვმართებდა. დაშავებულ შარიქაძეს ყოველდღიურად ვაკვირდებით. მერაბი ცოტათი მოკეთდა, მაგრამ შეძლებს თუ ვერა თამაშს, ეგ კვირის ბოლოსკენ გამოჩნდება" - დასძინა მილტონ ჰეიგმა.
რუსეთთან რკენა – ტრადიციული შაბათის ნაცვლად –კვირა დღესაა, პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" და 18 საათზე იწყება.
სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:
მომზადებულია site.rugby.ge-ს მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები