ნუციკოს დედა, თამუნა, მარტოხელაა, ორ შვილს ყველანაირი დახმარების გარეშე ზრდის და სოციალურ სამსახურში ბავშვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დახმარების სათხოვნელად მისულს, შესთავაზეს, ნუციკო ბავშვთა სახლში მიეყვანა, რადგან თავად ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა და უფროსი გოგონაც დაიტანჯებოდა პატარა დაიკოს ტანჯვის ყურებით... თამუნა მზად არის, უკანასკნელი ნივთიც გაყიდოს, ოღონდ კი თავისი შვილი არ დათმოს და მისი ჯანმრთელობისთვის უკანასკნელ ამოსაუნთქვამდე იბრძოლებს. ფონდში „დედის ხელები“ ნუცა კობეშავიძის დასახმარებლად გროვდება თანხა, უმორჩილესად გთხოვთ, დაეხმაროთ ისედაც გამწარებულ დედას შვილის მდგომარეობის გაუმჯობესებაში... სანამ დროა, სანამ სიკვდილის პირას მივა პატარა, მანამდე გავიღოთ მცირედი მის დასახმარებლად, თორემ მერე გვიან იქნება და შესაძლოა კიდევ ერთი ანგელოზის სიცოცხლე დავკარგოთ!.. დაინტერესებულ პირებს ფორმა 100-ს და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტის სანახავად შეუძლიათ მოგვმართონ წერილობით, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და ჩვენ მათ ყველა საჭირო დოკუმენტს მივაწვდით, ნუციკოს დედის ნებართვით.
ფონდის საბანკი რეკვიზიტებია:
საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400
თიბისი ბანკი : GE64TB7015436080100015
ლიბერთი ბანკი : GE86LB0115119616889001
თანხა შეგიძლიათ ასევე ჩარიცხოთ საქართველოს ბანკის აპარატიდან, იურიდიული პირის ანგარიშზე, საიდენტიფიკაციო კოდი: 406 179 987 დანიშნულებაში მიუთითეთ „ნუცა“
მიმღები ააიპ „დედის ხელები“
საქველმოქმედო ნომერი 0 901 701 225 ზარის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ოპერატორიდან.
მასალის გამოყენების პირობები






