საბურთალოს რაიონში ორი ახალი სტადიონი გაიხსნა
საზოგადოება - 16:16, 07 Mar, 2017     1536
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ჩიქოვანის ქუჩაზე ახალი, ორზონიანი სტადიონი გახსნა. სპორტული მოედნები, რომლებიც 960 კვ.მ-ზე მოეწყო, ფეხბურთისა და კალათბურთისთვისაა განკუთვნილი.

მშენებლობამდე, სტადიონების მოსაწყობად განსაზღვრული ტერიტორიის გეოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდინარე ვერესა და ჩიქოვანის ქუჩის მხრიდან საყრდენი კედლები მოეწყო, ასევე, მოგვარდა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის პრობლემა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს ქალაქის მასშტაბით, ბავშვთა სათამაშო მოედნების გაკეთება აქტიურად მიმდინარეობს.

„მხოლოდ საბურთალოს რაიონში 20-ზე მეტი სტადიონი კეთდება, მათ შორის ეს, რომელიც დღეს გაიხსნა, ერთ-ერთი პირველია. დღეიდან აქ ბავშვებს შეეძლებათ ითამაშონ, როგორც ფეხბურთი, ასევე კალათბურთი. ეს ყველაფერი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მისი ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდია ინტერესი პატარებისა და მოზარდების მხრიდან, ასე რომ წელს ქალაქში ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიების ფარგლებში, ჩიქოვანის ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებს, სიმბოლურად, ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.

აღნიშნული სპორტული მოედნების მოსაწყობად, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 000 ლარი დაიხარჯა.

სტადიონების გახსნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42