კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, კაკაბაძის, სამოცდამეცამეტე, ამირანაშვილის და ველისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, სიხარულიძის, გარიყულის და თიანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






