ჩერნოვეცკის ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსგან ბავშვთა სახლების კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას მოითხოვს
საზოგადოება - 13:56, 07 Mar, 2017     4206

ჩერნოვეცკის ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსგან ბავშვთა სახლების კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას მოითხოვს: „როგორც ჩანს, საქართველოში ყველამ, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინოვნიკების გარდა იცის, თუ რამდენი უპატრონო ბავშვი, ბედის ანაბარა მიტოვებული მოხუცი და მძიმედ დაავადებული ადამიანი გვყავს!
ამიტომ ჩერნოვეცკის საქველმოქედო ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს 700-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს და 100-ზე მეტ შიშველ და მშიერ პატარას, რომლებიც ოჯახების სიღატაკის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვერ დადიან! ფონდის ყოველწლიური ბიუჯეტი, რომელიც საქველმოქმედო პროგრამების შესასრულებლადაა მიმართული, 2 მლნ ლარს შეადგენს.


თბილისსა და ქობულეთში ჩვენმა ფონდმა საოჯახო ტიპის 3 ბავშვთა სახლი გახსნა, სადაც საუკეთესო საცხოვრებელი და განვითარებისთვის აუცილებელი პირობებია შექმნილი 30 მშობლების მზრუნვლეობას მოკლებული ბავშვისთვის.


ასევე, 2017 წელს ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ კიდევ მინიმუმ 7 ბავშვთა სახლი საქართველოს ყველაზე რთულად მისადგომ რეგიონებში, სადაც მშობლების მზრუნველობასა და სითბოს მოკლებულ ბავშვთა რიცხვი განსკუთრებით დიდია! წელსვე დავიწყებთ მრავალმილიონიან პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები უპატრონო ადამიანების დაცვას - მათთვის უფასო სასადილოებიდან დაწყებული, ღამის გასათევით დამთავრებული ყველაფერს გავხსნით!
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია ყოველდღიურად 17 ლარი გამოყოს ბავშვთა სახლში მცხოვრებ ყოველ პატარაზე, მაგრამ გახსნის მომენტიდან (2016 წლის სექტემბრიდან) 2 ქობულეთში მდებარე ბავშვთა სახლს სამინისტროსგან კუთვნილი დაფინასება არ მიუღია, მისაღები თანხა თვეში 10 ათას ლარს შეადგენს. ამგვარად, უკვე ნახევარი წელია რაც 20 ბავშვი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ცხოვრობს. ფონდს მათი უზრუნველყოფის საშუალებას - იგულისხმება კვება, სამოსი, სასკოლო ნივთები, დაწესებულებების ქირის საფასურის გადახდა, პერსონალის ხელფასი და გადასახადები - მხოლოდ კეთილი ხალხისგან მიღებული შემოწირულობები აძლევს!


ფონდი გაოგნებულია ჯანდაცვის სამინისტროზე პასუხისმგებელი პირების ასეთი უგულო დამოკიდებულით, რომლებიც გამოგონილი მიზეზებით წელავენ დაფინანსების დაწყებას, რითაც კანონს არღვევენ, ლახავენ ბავშვთა უფლებებს და უპატივცემულობას იჩენენ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც ფონდს ამ საწყალ ბავშვებზე ზრუნვაში ეხმარება.


ჩერნოვეცკის ფონდი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებსა და პირადად მინისტრს - სერგეენკოს მკაცრად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა და დაუყოვნებლვ გადაურიცხოს ბავშვთა სახლებს კუთვნილი სახსრები!

ჩვენი მოთხოვნა არავითარ კავშირში არაა იმ კაპიკებთან, რომლებსაც სამინისტრო თითო ბავშვზე გვიხდის. ჩვენ მოვთხოვთ ჩვენი საქმიანობის პატივისცემას და იმ ჩინოვნიკების დასჯას, რომლებსაც სული არ აქვთ! ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ კეთილშობილი ადამიანები უნდა მუშაობდნენ! ეს პრინციპის საკითხია და აუცილებლობის შეთხვევაში, ჩვენ მის გადაჭრას საქართველოს სასამართლოებშიც მოვითხოვთ!“ - წერს ჩერნოვეცკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42