საზმაუს ყველა გადაცემა ფუნქციონირებას 17 ივლისის ჩაათვლით გააგრძელებს
საზოგადოება - 13:14, 06 Mar, 2017     1804

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი სეზონის დადგომამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება“, - ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ და ბორდის წევრმა სულხან სალაძემ განაცხადეს.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე, მენეჯმენტის შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა გადაცემების დაყოფას მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებად, აღარ არის აქტუალური, ვინაიდან, სულხან სალაძის თქმით, გასულ კვირას მენეჯმენტს სამეურვეო საბჭომ სამსახურეობრივი ბარათი წარუდგინა, სადაც მენეჯმენტი ადასტურებს, რომ მიმდინარე ბადე 17 ივლისის ჩაათვლით იქნება გათვალისწინებული და ყველა გადაცემა ფუნქციონირებას გააგრძელებს.

„პარალელურად, მენეჯმენტი საუბრობს, რომ იგი გამოაცხადებს კონკურსს ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთაც შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ახალ სეზონზე, რომელიც სექტემბერში გაეშვება, თუმცა, ხვალ ჩანიშნულია სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც უფრო ბევრი საკითხი ცხადი და ნათელი გახდება“,- განაცხადა სულხან სალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ამ გეგმის მიხედვით რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ

„რამდენიმე დღის წინ, მოხდა ბორდთან შეთანხმება. გეგმაზე ხვალ ვისაუბრებთ სამეურვეო საბჭოსთან და მოხდება ახალი სატელევიზო გეგმის დამტკიცება. ამის შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე. ამ გეგმის მიხედვით, კონკურსი 10 მარტს გამოცხადდება, რომელშიც ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება. ამ გეგმის მიხედვით, რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ასევე საუბარი მიმდინარეობს ტელევიზიის შენობის რემონტთან დაკავშირებით.

ტელევიზიის მენეჯმენტს არ ენდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა. ის მენეჯმენტისგან დეტალურად გაწერილ გეგმას მოითხოვს.

„ნდობა ამოწურულია მენეჯმენტის მიმართ, შესაბამისად, ეს არ არის გარანტია. მოვითხოვ დეტალურად გაწერილ გეგმას თუ როგორ განხორციელდება ახალი სეზონისთვის მზადება, რა ტიპის აქტივობები იქნება. ასევე, მოვითხოვ ყველა საკადრო გადაწყვეტილება მიღებული იყო მას შემდეგ, რაც განისაზღვრება თითოეული თანამშრომლის უნარ-ჩვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ჩართულები იყვნენ ახლი სეზონის მზადებაში“,- განაცხადა დოდო შონავამ.


წყარო 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42