ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა რუსთავი 2-ის საქმეზე, გარემოებებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება „ყველაზე ოპტიმალური“ იყო.
„ასეთი რამ არ ხდება ხშირად და როდესაც სტრასბურგის სასამართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე ვერ იყო უმაღლეს დონეზე ჩატარებული შიდა სასამართლო პროცესებზე მაქვს საუბარი, რომელიც ქვეყანაში ვითარდებოდა ბოლო პერიოდში. ზოგადად ის, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაიარა განხილვამ, ამან შექმნა ერთგვარი უარყოფითი გავლენა საზოგადოების ნდობაზე, სასამართლოს მიმდინარე პროცესების მიმართ და ესეც იყო საკმაოდ სამწუხარო ამ პროცესის განხილვის დროს. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ წინა, პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოშიც იყო მთელი რიგი კითხვის ნიშნები და მნიშვნელოვანი დარღვევები იყო გამოკვეთილი და ზოგადად ამ პროცესის მიმართ იყო ძალიან მაღალი ყურადღება როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე საერთაშირისო ორგანიზაციების და უცხოეთის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის ფონზე სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო ყველაზე ოპტიმალური,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






