ზურაბ პატარაძე კურორტ "გოდერძს" კიდევ ერთხელ ეწვია
საზოგადოება - 12:37, 05 Mar, 2017     1775
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ "გოდერძს" კიდევ ერთხელ ეწვია. რეგიონის ხელმძღვანელი კურორტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინა. შეხვედრებს ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა.

ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას კურორტის განვითარების მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გაზიფიცირების პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი თქმით, კურორტ "გოდერძს" შეუძლია იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად არა მარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღინიშნა, რომ მიუხედავად კურორტის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ყოფნისა, დიდია უცხოელი ტურისტების დაინტერესებაც. კურორტის განვითარება დიდ სარგებელს მოუტანს პირველ რიგში სწორედ კურორტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართულები სხვადასხვა სერვისის განვითარებაში. ზურაბ პატარაძემ მათ ხულო-გოდერძის გზის პროექტთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია. გაზაფხულზე, თოვლის დადნობისთანავე, დაიწყება ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. 29 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებაზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი (27 მილიონ დოლარზე მეტი) დაიხარჯება. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდების რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2017 წლის 17 იანვარს მოეწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42