სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების არსრულება, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთანდ აკავშრებით, შეაჩერა, აღნიშნულს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იურისტი ლევან ალაფიშვილი გამოეხმაურა:
„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილებები ძირითადად დაკავშირებულია თავისუფლების მნიშვნელოვან შეზღუდვასთან და ასეთ საფრთხეებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრაქტიკა ყოველთვის ერთგვარია. ამის შემდეგ მთავრობას აქვს ვალდებულება ეფექტურად იმოქმედოს ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლოს გადაწყვეტილებებისგან. მხედველობაში მაქვს შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. თუკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არ აღსრულდება, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართ სანქციების გამოყენებაზე მსჯელობს მინისტრთა კომიტეტი ევროსაბჭოში. უშუალოდ სახელმწიფოს და ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულებები, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ალაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






