„სტრასბურგის სასამართლომ, პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმის აღსრულება, მსგავსი რამ სტრასბურგის სასამართლოს არასდროს არ გამოუყენებია გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამაინების წამებას ან ეხება ადამაინების ექსტრადაციას. არასდროს არცერთ ვითარებაში, მას მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის პირველი ისტორიული შემთხვევა, რუსთავი 2-ის საქმემ ერთის მხრივ და საქართველოს სასამართლოსა და ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებამ, საფუძველი დაუდო სტრასბურგის სასამართლოს ახალ პრაქტიკას.
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომელიც უმძიმეს დღეშია ჩავარდნილი, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დამარხა მართლმსაჯულების სისტემა, რომელმაც დამარხა საქართველოში ადამიანის უფლებები, კერძოდ გამოხატვის თავისუფლების ნაწილში, რომელმაც დამარხა დემოკრატია, დაიბრუნოს სახე და მისცეს მოვლენებს თავისუფლად განვითარების შესაძლებლობა. ეს არის შესაძლებელი ქვეყნის შიგნით არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელშიც ძალიან დიდიხანია უკვე შესულია საქართველოში როგორც უმთავრეს ინსტანციაში რუსთავი 2-ისა და შპს საქართველოს სარჩელები და ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრაქტიკულად უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინა შემადგენლობას ვერ გამოეტანა გადაწყვეტილება, ერთი ღამის განმავლობაში შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ და სწორედ ამის მეშვეობით ეს საქმე იწელება თვეების განმავლობაში. ეს საქმეები გადაწყვეტილი რომ იქნე ჩვენს სასარგებლოდ, როგორც ამას არა მხოლოდ ჩვენ, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, უზენაესი სასამართლოს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ამოყირავდება და ჩვენ დავუბრუნდებით კანონიერი მოქმედებების ფარგლებს.
მეორე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსს, დადგეს ჩვენ გვერდით და გააკეთოს ხმამაღალი გამბედავი განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ და დღეს გაკეთებული ეს განცხადებები, ნამდვილად გამოირჩევა მკაფიოებითა და სიმწვავით, ჩვენ ვითხოვთ ერთობლივი განცხადებების გაკეთებას, რასაც შემდგომში გამოვიყენებთ სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა სასამართლოში. დღეს გვქონდა კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან, აგრეთვე ხვალ გვექნება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან.
პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შედეგად ჩვენ შევჯერდით შემდეგზე: ამა წლის 12 მარტს, ორ საათზე მთელ საქართველოს, ყველა პოლიტიკურ ძალას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთელ საქართველოს მოვუწოდებთ, ღიად შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე ძველი პარლამენტის წინ. აქ იქნებიან რუსთავი 2-ის სახეები, აქ იქნება ასევე გამართული საპროტესტო აქცია-კონცერტი, აქ იქნებიან პოლიტიკური ძალებიც. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურად სტელირულად ეს პროცესები ვეღარ განვითარდება, ამიტომ სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში, მიმართონ საკუთარ ამომრჩეველს და საქართველოს მოსახლეობას და მოოითხოვონ ის ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალი მედიის მდგრადობას , სასამართლოს, ხელისუფლების დამოუკიდებლობას.
ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეებში გამოითქვა ვიზალიბერალიზაციის უკანშექცევასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას.
ჩვენ ეჭვს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლების, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველის მიზანი შესაძლოა სწორედ ეს იყოს, საქართველოს გაყვანა არა მხოლოდ კანონიერი სივრციდან, არამედ ევროინტეგრაციული პროცესებიდან, ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, დავაბრუნოთ ქვეყანა ევროინტეგრაციულ და კანონიერ გზაზე. ამისათვის საჭიროა სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება, რუსთავი 2-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში ამ ტიპის კრიზისი არ შევქმანთ. ძალაში ვტოვებთ ჩვენს შეთავაზებას ჩვენი არხის კოლექტივისთვის გადაცემის შესახებ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






