რუსთავი 2-ში აღმასრულებლებით და ჯარით არ შევვარდებით - აქიმიძე ხალვაშთან საუბარს არ ადასტურებს
საზოგადოება - 19:33, 03 Mar, 2017     5273
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ იგი და დავით დვალი ქიბარ ხალვაშს აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ჯერ არ შეხვედრიან:

„მინდა გაგიცრუოთ იმედები და გითხრათ, რომ ჩვენს შორის საუბარი არ შემდგარა, გვქონდა გუშინ მოკლე კომუნიკაცია და შევთანხმდით, რომ ვისაუბრებდით, ეს საუბარი კიდევ წინ არის. ჩვენ ვიყავით სათავეებთან, ვაკეთებდით და ვმუშაობდით იმ ტელევიზიაში, რომელიც იყო თავისუფალი, იქ არ იყო დიქტატი, ეს ტელევიზია იყო ასეთად ჩაფიქრებული 94 წლიდან. დავიწყეთ მისი კეთება, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა 2003 წლამდე მოვიტანეთ ასეთად. ერთ მშვენიერ დღეს იგი წაგვართვეს, ქიბარ ხალვაში იყო ის ერთერთი რგოლი, რომელიც იმ შემთხვევაში წარმოადგენდა ადამიანს, რომელსაც ჩაბარდა რუსთავი 2, მან გააგრძელა რუსთავი 2-ის მართვა თუ პატრონობა, შემდეგ გადავიდა სხვა რგოლზე, სხვა ოფშორზე. 2012 წელს მას შემდეგ რაც სააკაშვილის რეჟიმი დასრულდა, პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი, რათა გამოეძიებინათ რა მოხდა 2004 წელს, დაიწყო გამოძიება, შემდეგ საქმე გაჩერდა, ამასობაში გაირკვა, რომ ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში იჩივლა და დაიწყო დამოუკიდებელი პროცესი, გამოთქვა სურვილი, რომ მომხდარიყო ჩვენი შეხვედრა, იმის გამო, რომ ჩვენი გზები გარკვეულწილად იკვეთებოდა, შეგვეთანხმებინა ერთმანეთთან ხომ არ შეიძებოდა ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენთვის პრაგმატულად, იქიდან გამომდინარე რომ სასამართლოში ჩივილის ვადები ამოწურული იყო, პროკურატურაში საქმე იყო გაჩერებული, ქიბარ ხალვაშს ვკითხეთ რა თანამშრომლობაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, მისი პირველი ფრაზა იყო ის, რომ იგი იყო გაუგებრობაში მოხვედრილი და იმისათვის, რომ გარკვეულიყო საუბარი შემოგვთავაზა, ჩვენ მაშინ რა თქმა უნდა არავითარი ლაპარაკის თავი არ გვქონდა, ასე დასრულდა ჩვენი შეხვედრა.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს წილს და თუ ჩვენ დავიბრუნებთ მენეჯმენტს, ეს ნიშნავს იმას რომ იგი გათავისუფლდება ყველანაირი პარტიული წნეხისგან, აღარ იქნება ენმ-ს ხელში, შეგვიძლია პირობა დავდოთ, რომ ტელევიზია არ იყო ჩაფიქრებული არანაირ პარტიულ ტელევიზიად, ამოსავალი წერტილი იყო ის, რა იქნებოდა ჩვენ შორის პირველი შეხების წერტილები. ჩვენ ჩამოვწერეთ სამი პრინციპი, არავითარ შემთხვევაში რუსთავი 2 არ უნდა იყოს პროსამთავრობო, ოცნების, ის აუცილებლად უნდა იყოს კრიტიკული.

ჩვენი საუბარი ქიბარ ხალვაშთან საბოლოო, არ მომხდარა წინასწარ ვერანაირ დასკვნებს ვერ გავაკეთებ, რამდენიმე თვის წინ რაღაც საკითხებზე შევთანხმდი, არანაირი აღმასრულებლებით, ჯარით, ჩაფხუტებით არ შევვარდებით, დაახლოებით 40 პროცენტი მაინც არის იქ ის ხალხი რომლებიც ჩვენთან ერთად აკეთებდა ამ ტელევიზიას, ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ისეთი რუსთავი 2 როგორიც იყო 2003 წლამდე, ეს ტელევიზია უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო, არ გვინდა იყოს ისეთი როგორიც არის დღეს“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42