თაკო ჩარკვიანის პასუხი „გე-რე-უს“ „კლავიატურის ვირთხებს“
საზოგადოება - 16:18, 03 Mar, 2017     14135
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ერთ-ერთი გამოსვლიდან ამონარიდი,სასაცილოდ შეკვეცილი და დამახინჯებული,სადაც ვამბობ: „შალიკიანები და გირგვლიანები და ა.შ. უბედურებებ.“ ყოფილი ხელისუფლების სისასტიკე-სიბინძურეებზე ათასჯერ მაინც მისაუბრია და ყველაფერი ეს სწორედ „რუსთავი 2“-ის ახალი მეპატრონის, ხალვაშის დროს შუქდებოდა უბინძურესად, ეს მაშინ, როცა ჩვენ, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიდექით სანდრო გირგვლიანის გამო ქუჩაში და ათას სიბინძურეს და თავდასხმას იტანდა ჩემი ოჯახი ჩემი ოპოზიციაში ყოფნის გამო.

თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიყავით მაშინ უნივერსიტეტის ბაღში და რა ცუდია, რომ ამაზე საუბარი მიხდება! აღარ გახსოვს, რუსთავი 2“ რომ გლანძღავდათ შენ და შენს ოჯახსო? დიახ, ბატონო, როგორ არ მახსოვს - ტალახის წვიმა მოდიოდა, როცა ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილ მკვლელობებს ვაპროტესტებდი,ახლაც ტალახი მოდის თითქმის ,თითქმის მაშინდელივით ცილისწამება და ტალახი (კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, კარგია, თქვენ თუ გახსოვთ, გამიხარდება)!

მახსოვს ის დავდასხმები, სისასტიკეები და სწორედ ამიტომ არ მინდა, ყველა სიბინძურე გაიმეოროთ! ყოფილი ხელისუფლების - ხალვაშის ტელევიზიით სწორედ მის დროს შუქდებოდა სამარცხვინოდ ყველა მომხდარი უბედურება და ტრაგედია (შალიკიანები გირგვლიანები და ა.შ.) რაც შეეხება ჩემი გამოსვლიდან „გე-რე-უს“ მუშაკების - „კლავიატურის ვირთხების“ მიერ „სამარცხვინოდ“ შეკვეცილ და დამახინჯებულ ამონარიდს, რა შემიძლია გითხრათ, ეს თქვენი სამარცხვინო, სასაცილო საქციელი ხომ ძალიან ძველია, თქვენნაირ პატარ-პატარა „შნიკებს“ კი არა, ჩემმა ოჯახმა კომუნისტების დროს გაუძლო დარტყმებს,როცა მამა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი იყო და ზვიად გამსახურდიას და ირაკლი წერეთელს თავდებში ჩაუდგა,როცა გამსახურდიას გარიცხვას მწერალთა კავშირიდან ხელი არ მოაწერა 1977 წელს. აი, დარტყმები მაშინ უნდა გენახათ. ასე რომ, იმ ფოლადისგან ვარ, იოლად რომ არ დნება!

ერთია მხოლოდ: დღეს დედის დღეა და ჩემს მიმართ თუ არ გეუხერხულებათ ცილისწამება, ირინა ენუქიძეს მაინც ეცით პატივი და მის ოჯახს, რომელსაც მე და ჩემი ოჯახი ვედექით გვერდით იმ გაჭირვების ჟამს - თუ პრესის ფურცლებიდან თუ ფიზიკურად.

აბა, ჰე, ლენინის გზით, „ნაბიჯი წინ ,ორი ნაბიჯი უკან!“

იმ ადამიანებს კი, ვინც ასე გულმავიწყია და ასე უცებ შეუძლია ყველანაირი ამონარიდი სამარცხვინოდ შეკვეცილი ასე იოლად დაიჯეროს, უბრალოდ, ვთხოვდი, რომ შეიკაონ თავი და ნუ გახდებიან ბრმა იარაღი სპეცმუშაკების ხელში!

ახლა ქვეყანას ცუდი დრო აქვს,საბრძოლო ვითარებაშია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან! მას კვლავ დიდი რაოდენობა ჰყავს „სპეცთანამშრომლებისა“, ხომ ხედავთ, ეკლესიას მიადგნენ და მოხუც პატრიარქს აწუხებენ (მე რა მოსატანი ვარ, ღმერთო ჩემო!). ეს ჩემი რჩევაა, თორემ არჩევანი თქვენია, მე მაინც არ მეწყინება, ადრე უფრო განვიცდიდი, ბავშვობაში, ახლა - აღარ, რადგან მიზანი ერთია, რომელსაც უეჭველად მოვესწრები და ეს იქნება ქვეყანა, სადაც აღარ მოკლავენ გირგვლიანებს ,რობაქიძეებს! არ დასწამებენ ცილს ადამიანებს და ქართული „ოცნება“ არ დაემსგავსება „ნაცმოძრაობას“ და არ გაიმეორებს ყველა მის მიერ ჩადენილ მაშინდელ სიბინძურეს!

ამ მიზნისთვის ცილისწამებასაც აიტანს კაცი!“ - წერს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქში“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42