"ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან..."- ილია მეორე
საზოგადოება - 14:52, 03 Mar, 2017     20213

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა. ქადაგებაში ილია მეორემ ციხეში მყოფი ადამიანებიც ახსენა:

"დღეს დამთავრდა ანდრია კრიტელის კანონი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მოგვეცა საშუალება ამ კანონის წაკითხვისა. კანონი ანდრია კრიტელის იწყება სიტყვები: „საიდან ვიწყო მე გლოვა, საიდან ვიწყო მე ტირილი“. ყოველი ადამიანი გარემოცულია ცოდვებითაც და სიკეთითაც. შენდობის კვირიაკეს მე გითხარით, რომ საოცარია ადამიანის ბუნება. როგორ იტევს იგი ამდენ სიკეთეს და ამდენ ბოროტებას და ეს სიკეთე და ბოროტება ადამიანში გვერდიგვერდ მყოფობს.

ანდრია კრიტელი ამბობს, რომ შევქმნათ სათნოებათა კეთილთა საქმეთა კიბე, რომლითაც ჩვენ უნდა ავიდეთ ზეცად. ყოველმა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში. ქმნის თუ არა ამ კიბეს. სად დგას იგი – მარჯვენა მხარეს თუ მარცხენა მხარეს. თვითონ ადამიანი ირჩევს მარჯვენასაც და მარცხენასაც და აი ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა დავარკვირდეთ ჩვენს თავს და გავარჩიოთ თუ სად არის მარჯვენა და სად, – მარცხენა.

როცა ადამიანი აკეთებს კეთილ საქმეს, როცა ლოცულობს, მარხულობს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს შურს ეშმაკს და შურით უყურებს მას. აი, ახლა ჩვენ აქ ვლოცულობთ, ვკითხულობთ ანდრია კრიტელის კანონს და ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს. შევთხოვთ უფალს, რომ „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, მადლი – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მადლი, რომელიც კურნავს ადამიანს, ის მადლი ღვთისა, რომლის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს. ამინ!" - განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42