„რუსთავი 2-ში უახლოეს მომავალში შევალთ, ვისაც დარჩენა უნდა დარჩება, ვისაც არა - წავა“ - ქიბარ ხალვაში
საზოგადოება - 11:48, 03 Mar, 2017     28406

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს.

ქიბარ ხალვაშმა სამომავლო გეგემებზე „ქრონიკასთან“ საუბრისას ვრცელი კომენტარი გააკეთა. ხალვაშის თქმით, რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტი უახლოეს მომავალში შევა თუმცა იმედოვნებს, რომ ეს ყოველივე ძალისმიერი მეთდებით არ მოხდება:

„როდესაც სასამართლოს მივმართეთ, იმ დღიდან ველოდებოდით, რომ ჩვენ მოგვაკუთვნებდა, დარწმუნებული ვიყავით სიმართლეში. ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით, რუთავი 2-ში ალბათ უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით დღეს ან ხვალ, შეიცვლება ის, რომ იქნება არა ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ მტელი საქართველოს ტელევიზია, იქნება კრიტიკული და არ იქნება პარტიული, ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში, ის უპირისპირდება სახელმწიფოს და არა მე, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ძალით დაუპირისპირდება, საკუთარ თავზე გვაქვს განცდილი უკანონობა, დაგვიწვეს, ხალხი უმუშევარი დატოვეს, აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, რადგან სახელმწიფო იყო ჩვენს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის ინსპირირებული სააკაშვილის მიერ და ის ხალხი ბარიკადებზე, მხოლოდ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად დგას“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით თუ ბიზნესი მომგებიანი აღმოჩნდება იგი დარჩება ტელეკომპანიის მფლობელი, თუ არადა გადასცემს სხვა პირს, ვინც უკეთ წარუძღვება მას:

„მე არ მითქვამს, რომ რუსთავი 2-ს ვყიდი, არ ვაპირებ უახლოეს მომავალში და ვთქვი, რომ ვერ დაგპირდებით, მთელი ცხოვრება რუსთავი 2-ის მფლობელი ვიქნები-მეთქი, რადგან, ჯერ უნდა უნდა შევაფასო, თუ ბიზნესი მომგებიანი იქნება, იქნება თუ არადა ადამიანი, ვინც უკეთესად გააკეთებს, იმას მივყიდი, ეს ჩვეულებრივი კომერციაა“, - აღნიშნა ხალვაშმა.

ტელეკომპანიის ახალი მფლობელი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის გუნდი არის პროფესიონალი და იმისათვის, რომ ტელეკომპანია იყოს კომერციულად გამართული ორგანიზაცია რეიტინგზე სწორედ პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ:

„ვისაც უნდა წასვლა ყველა წავა, ვისაც უნდა დარჩენა დარჩება. კომერცია არის წარმატების საწინდარი, თუ გვსურს, რომ ვიყოთ წარმატებული და კომერციულად გამართული ორგანიზაცია, უნდა გქონდეს რეიტინგი, რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამაინები, ეს გუნდი რა თქმა უნდა არის პროფესიონალი“, - დასძინა ქიბარ ხალვაშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42