როგორც "ბორუსიას" მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, გიოცეს მეტაბოლური დარღვევა - მიოპათია ანუ პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია დაუდგინდა, რომელიც სისუსტესა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას იწვევს.
„გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელს მეტაბოლური დარღვევები აქვს, რის გამოც აუცილებელია მან ვარჯიში შეწყვიტოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ინფორმაციას თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა.
„ამჟამად მკურნალობის კურსს გავდივარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ვარჯიშს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე და ჩემს გუნდს, ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დავეხმარო“ 0 განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.
ექიმების თქმით, მიოპათიის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა ეს დაავადების განვითარების ფაზაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მარიო გიოცე დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ ასპარეზობისას ხუთჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი.
2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი გიოცე ფინალური მატჩის გმირი გახდა. გერმანია-არგენტინის ფინალურ მატჩზე შეცვლაზე შესულმა გიოცემ გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი და დასახელდა ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად.
მასალის გამოყენების პირობები