ყველასთვის საყვარელი სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები“ რამდენიმე დღეში მაყურებელს უბრუნდება. ახალი სეზონი 4 მარტიდან იწყება. როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი სერიალს გიორგი ბახუტაშვილი და ბახვა ბრეგვაძე დაუბრუნდებიან.
ირაკლი საღინაძე, პროდიუსერი: ახალი მსახიობებიც გვეყოლება, ძველიც იქნება... ბევრი სიახლეა „ჩემი ცოლის დაქალებში“, რამდენიმე ხაზი არის სერიაში, შესაბამისად რაღაც დასრულდება რაღაც უფრო გააქტიურდება.
-ბევრისთვის საყვარელი გმირი ცოტნე ცოტაშვილი ბრუნდება და მღვდლის როლს განასახიერებსო, მართალია?
-არა, არ არის მართალი... ბრუნდება, მას ახალი იმიჯი ექნება, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთ სერიაში ითამაშებს. ვნახოთ რა და როგორ იქნება, იმედის კონტრაქტორია , იმედი უშვებს რომ ერთ სერიალში ითამაშოს. მერე ვნახოთ თუ მოხერხდა მოლაპარაკება შემდეგაც გაგრძელდება.
-ბახვა ბრეგვაძეც ბრუნდება?
-ბახვაც, შესაბამისად.
-ახალი სახეებისთვის რატომ არ გაქვთ ხოლმე ქასთინგი? როგორც ვიცი ძალიან ბევრი მსურველია, რომელსაც თქვენთან მოხვედრა სურს
-არა, ეგრე არ ხდება, ეს ნიშნავს რომ გაცნობაში უნდა გავატაროთ დრო და არა სერიალის გადაღებაში და ამის დრო არ არის. თუ ვინმე ახალი პერსონაჟი გაჩნდა არის მხოლოდ შიდა მინი კასთინგებით მოსული.
მასალის გამოყენების პირობები