უფლისციხეში ,,ქართლის ღვინის ფესტივალის" პრეზენტაცია მოეწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:10, 31 May, 2013     801

 

პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მეღვინეები, მეღვინეთა ასოციაციის და რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

,,ღვინის ფესტივალი არის მრავალმხრივად საინტერესო და სასარგებლო ღონისძიება. ამ ღონისძიებით გარდა იმისა, რომ მეღვინეები დამატებით შემოსავალს ნახავენ, აქ წარმოდგენლნი იქნებიან ჩირის, ჩურჩხელის, ყველის და სუვენირების ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას გააცნობენ სტუმრებს. როგორც წესი, იქ სადაც მსგავსი ფესტივალები იმართება, ძალიან ხეირობს ტურისტული ბიზნესი და ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი ექნება ღვინის ტურიზმსაც. ჩვენთან გარშემო არის უამრავი ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ბიზნესკომპანიებმა შესთავაზონ საინტერესო ტურები," აღნიშნა ანდრო ბარნოვმა და დასძინა, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდება.


ადგილობრივი მეღვინეების თქმით, ღვინის ფესტივალი ხელს შეუწყობს მათი შემოსავლების ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე დამკვირდებას და ოჯახური მარნების განვითარებას.

 

ფესტივალი 9 ივნისს გორში, რეაბილიტირებულ ციხის უბანში გაიმართება და მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას.

 

ფესტივალის მასპინძელია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია და რეგიონული განვითარების სააგენტო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42