პაშა ბანკი კავკასიაში ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიების HR Reborn-ის პარტნიორია
საზოგადოება - 17:41, 01 Mar, 2017     1165

1-2 მარტს კომპანია HR hub-ის ორგანიზებით, რომელიც 400-მდე კერძო და საჯარო სექტორის HR მენეჯერს აერთიანებს, თბილისის ტექნოპარკში კავკასიაში ყველაზე მასშტაბური ტრენინგი HR Reborn გაიმართება. ღონისძიების პარტნიორია პაშა ბანკი, ჯეოსელი, იმედი L და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ორდღიანი ტრენინგი განკუთვნილია HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის. ტრენინგის მთავარი თემაა თანამშრომლების მოზიდვა - შენარჩუნება სოციალური მედიის გამოყენებით და მინიმალური დანახარჯებით. აქ ასევე საუბარი იქნება თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდის შექმნის თანამედროვე მიდგომებზე. ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი კრის პერკსი და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პიტ ჯენკინსი. აღსანიშნავია, რომ კრის პერკსს ციფრული მარკეტინგის გამოყენების კუთხით უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Google, Nestle, L’Oréal, Pepsi, Carlsberg.

„პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. დაარსების დღიდან ბანკი აქტიურად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს და HR Reborn-თან პარტნიორობაც ამ მიმართულების ნაწილია. ვფიქრობთ, აღნიშნული ტრენინგი დადებითად წაადგება დამსწრეებს და აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში.“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები, როგორიც HR Reborn-ია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება. ეს ინოვაციური პროექტია, რომლის მიმართაც ინტერესი საკმაოდ მაღალია რეგიონში. ტრენინგს დაესწრებიან პროფესიონალები სხვა ქვეყნებიდანაც, რაც ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება. მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკმა პროექტის გაცნობისთანავე აქტიურად დაგვიჭირა მხარი.“ - განაცხადა ანა ნავდარაშვილმა, HR Hub-ის დამფუძნებელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42