Smart Kids - მა გამარჯვება მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყოთი მოიპოვა.
წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“ პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“. „ბორჯღალმობილის“ წევრები არიან ახალი ლიცეუმის მოსწავლე გიორგი მარგიანი და აია - GESS-ის მოსწავლე გიორგი ნიორაძე; ხოლო გუნდის „17“ წევრები გიორგი ფხაკაძე, ოლეგ ჯაჭვლიანი და ნანო ხეცურიანი ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. კონკურსის მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „ძმები ბუთბაიები“, პროექტით „ოპტიმიზირებული პარკინგის სისტემა - Smart Parking”. კოსტა და გიორგი ბუთბაიები კომაროვის 199-ე საჯარო სკოლისა და სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ მოსწავლეები არიან. კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






