პროგრამა დანერგე მომავალის ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ
საზოგადოება - 12:17, 01 Mar, 2017     1131
პროგრამა დანერგე მომავალის ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარების სავალდებულო ტრეინინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ტერიტორიაზე ჩაუტარდათ.

პროგრამაში მონაწილე 25 ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებებით გადამზადდნენ: ხეხილის (თესლოვანი და კურკოვანი კულტურები) ბაღების გაშენება და მოვლა; სხვლა-ფორმირება; ბაღის მორწყვის და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით ტრეინინგი ორ დღეს მიმდინარეობდა, 28 თებერვალს დაიწყო და 2 დღე გაგრძელდა. ბენეფიციარებს უფასო კურსი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევის და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა ჩაუტარა. გადამზადების მიზანია, ბენეფიციარებმა შეისწავლონ თანამედროვე ინტენსიური და ნახევრადინტენსიური მრავალწლიანი კულტურის ბაღების სწორი მოვლის საშუალებები, რაც ბაღის გაშენების პერიოდში მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს რეგულარულად გადაამზადებს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სულ 445 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში ჯამში გაცემულია 14 494 862 ლარის დაფინანსება, 3017.5 ჰექტარ მიწის ფართობზე სხვადასხვა ტიპის მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები გაშენდა/შენდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42