პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმესთან მიმართებით კომენტარს აკეთებს. „არჩევანის“ ეთერში ოხანაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავს, მოხდეს მისი დაკავება.
ოხანაშვილმა განაცხადა, რომ უწმინდესს გერმანიაში მოახსენეს მამა გიორგი მამალაძის საქმის შესახებ და უთხრეს, რომ მის მოწამვლას აპირებდნენ:
„პატრიარქს უთხრეს რომ მის მოწამვლას აპირებდნენ და მეტიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, რომ გარეული ვიყავი. უთხრეს მაშინ, როდესაც დაკითხვისთვის გამოვფრინდი საქართველოში. 10 თებერვალს მაცნობეს, რომ უნდა გადმოვფრენილიყავი, მე შევედი პატრიარქთან და ვუთხარი, რომ მამა გიორგი დააკავეს აეროპორტში, რაღაც გაუგებრობაა და უნდა ჩამოვფრენილიყავი, შემდეგ კი უკან დავბრუნდებოდი. მან ინერვიულა, მკითხა რატომ დააკავესო, მაგრამ არ მითქვამს მიზეზი, მას ამზადებდნენ ოპერაციისთვის, დაკითხვის შემდეგ გავფრინდი ისევ უკან, მქონდა ხშირი სატელეფონო კავშირი, რადგან პატრიარქი მკითხულობდა ხშირად“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






