ჭყონდიდის მიტროპოლიტის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მეუფე პეტრემ გადაცემა „რეაქციის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დაკითხვა შეეხებოდა მის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებს:
„იყო შეკითხვები ჩემს მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რაზეც შეძლებისდაგვარად გავეცი პასუხები. მე ჩემს განცხადებებში ვახსენებდი შორენა თეთრუაშვილს და მის ჩრდილოვან მმართევლობას, ეს შეკითხვებიც იყო. ვეცადე ამეხსნა კორექტულად.
ის, რომ მეუფე დიმიტრი ნახსენებია, თავისთავად ჩნდება შეკითხვები, თუ ვინმეს პირველს უნდა გამოეხატა ამ ადამიანის მიმართ თანადგომა უნდა ყოფილიყო მეუფე დიმიტრი, ამიტომ გაჩნდა კითხვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას ღირსეული პასუხები ექნება.
მე რომ ვყოფილიყავი, ჩემი სასულიერიო პირი ყოფილიყო, ვერ წარმომიდგენია პირველ დღესვე არ ჩამოვსულიყავი. აუცილებლად თანადგომა უნდა გამოგვეხატა, საკუთარ ტყავში განვიცადე, ჩემი თავი წარმოვიდგინე ასეთ სიტუაციაში, გულმა ვერ დაიტია ეს დარდი და გადავდგი ის ნაბიჯი", - აღნიშნა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
მეუფემ აღნიშნა, რომ მან სინოდის სხვა წევრებთან ერთად ნახა გამოძიების მტკიცებულებები ფარული ჩანაწერების სახით:
"მე ვესწრებოდი ჩვენებას სადაც ფარული ჩანაწერები აჩვენებს, მაგრამ არ არის ამომწურავი, ის გაკიცხვას იმსახურებს, თავისი გამოუცდელობის გამო რაც იკვეთება ამ ჩანაწერებში, მე ვვარაუდობ, რომ იგი წამოეგო პროვოკაციას. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პროკურატურა, გამოძიება ღირსების სიმაღლეზე დადგება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
რაც შეეხება ინგა გრიგოლიას კითხვას, შესაძლოა თუ არა დაიბარონ დაკითხვაზე პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, მეუფემ უპასუხა, რომ სოსო ოხანაშვილის მიმართ სავარაუდოდ პასუხგაუცემელი კითხვები აღარ არსებობს:
„არ მგონია სოსო ოხანაშვილის მიმართ პასუხგაუცემელი შეკითხვები იყოს“ - მეუფე პეტრე
მასალის გამოყენების პირობები






