ამა წლის 1-2 აპრილს შსს-ს მომსახურების სააგენტოს და საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი TCR საერთაშორისო ავტორბოლის სეზონის გახსნის შეჯიბრს უმასპინძლებს. საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაში ასეთი რანგის საერთაშორისო რბოლა პირველად ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრზე ყველაზე სახელოვანი ქართველი ავტომრბოლელი - დათა ქაჯაია იასპარეზებს.
პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ კლუბ “მია ფორსის” ოფიციალური წარმომადგენელი რატი ზაუტაშვილი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელი - შოთა აფხაზავა და „მია ფორსის“ გუნდის ლიდერი და TCR-ის მონაწილე ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია.
შეჯიბრზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ბრიფინგის დასრულებისთანავე დაიწყება www.tkt.ge-ს პორტალზე და სმარტის სუპერმარკეტების სალაროებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის: www.tcr.ge , www.tcr-series.com
მასალის გამოყენების პირობები






