კომპანია „თელასის“ ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის და ემხვარის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






