“პანცილიონი“ - ქართული წარმოების ავეჯი ევროპული ხარისხით...
საზოგადოება - 15:16, 28 Feb, 2017     9132
ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ, ქართველი მომხმარებელი სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოში დამზადებული ავეჯის მიმართ. თუმცა, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მომხმარებელს გაუჩნდა ნდობა და შესაბამისად, სურვილი, შეიძინოს ქართული ავეჯი. აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ქართული წარმოების ავეჯზე.

ავეჯის კომპანია “ პანცილიონი“ ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც ავეჯს უკვე ათეული წელია აწარმოებს. “პანცილიონის“ პირველი საწარმო 2007 წელს გაიხსნა.

“პირველი საწარმო 2007 წელს გავხსენით და თავიდან მხოლოდ ლეიბების წარმოებით დავიწყეთ. სულ 2 სახეობის ლეიბის დამზადების შესაძლებლობა გვქონდა, ახლა კი საწარმოში 15-მდე სახეობის ლეიბი მზადდება და ამას გარდა, თუ მომხმარებელი მოითხოვს, შეგვიძლია არასტანდარტული მატრასებიც დავამზადოთ. 2008 წლიდან რბილი ავეჯის წარმოებაც დავიწყეთ, ხოლო 2016 წლიდან ნებისმიერი ტიპის ავეჯი შეგვიძლია დავამზადოთ - საძინებლები, სამზარეულოები, მისაღები ოთახები და ა.შ", - აცხადებს კომპანია "პანცილიონის" პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი მარიამ ბანცური.

მისი თქმით, “პანცილიონის“ საწარმოში დამზადებული ნებისმიერი სახის ავეჯი ხარისხიანი, კომფორტული, გამძლე, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვეა. შესაბამისად, „პანცილიონის“ მომხმარებელი ქართული ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების ავეჯს, ხშირად ევროპულსაც კი ამჯობინებს. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ ფასებიც ლოიალურია და “პანცილიონის“ შოურუმებში მაღალი ხარისხის ქართული ავეჯის შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი.

“ჩვენს საწარმოში ავეჯი იმავე ტექნოლოგიით მზადდება, რასაც ევროპელი მეწარმეები იყენებენ. ავეჯის საწარმოებლადაც იგივე მასალა ვიყენებთ, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ ვირჩევთ მაქსიმალურ ხარისხს მისაღები ფასის პირობებში. ასე რომ, განსხვავება ქართულ და ევროპულ ავეჯს შორის მხოლოდ მწარმოებელ ქვეყანაშია“ - აცხადებს მარიამ ბანცური.

მისი ინფორმაციით, კომპანია “პანცილიონი“ გაზაფხულიდან მეორე საწარმოს ხსნის და საფრანგეთსა და ბელგიაში ავეჯის ექსპორტს იწყებს.

"ახალი საწარმო სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიხსნება და იგი იქნება გაცილებით დიდი და უფრო თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი. რაც მთავარია, გაიზრდება წარმადობა და ამასთანავე შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ახალი საწარმოს გახსნა განაპირობა ჩვენს ნაწარმზე გაზრდილმა მოთხოვნამ და იმ ფაქტმა, რომ გაზაფხულიდან ჩვენი ნაწარმი იმპროტზე გაგვაქვს საფრანგეთსა და ბელგიაში", - აღნიშნავს მარიამ ბანცური.

კომპანია "პანცილიონი" ქართულ ბაზარზე 15 წელია არსებობს და ამ დროისთვის დედაქალაქში წარმოდგენილია სამი მაღაზიით: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 1-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, 599873842

ქუთაისი, გუგუნავას 5გ, 599873830

თელავი, სოფელი ვარდისუბანი, 599793103

ახალციხე, რუსთაველის 97, 595593103

ხაშური, რუსთაველის 106, 599255955, 591650655





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42