სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი გადაეცათ
საზოგადოება - 13:29, 28 Feb, 2017     1548
თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას აგრძელებს. „ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ დამატებით ოთხი ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. დედაქალაქის მერიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, 11 საჯარო სკოლა შეარჩია, რომლებსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება. ადაპტირებული ტრანსპორტით, თბილისში ამ ეტაპზე სულ 50 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სარგებლობს.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.

დღეს ადაპტირებული ტრანსპორტი მე-60 საჯარო სკოლას გადაეცა. მიკროავტობუსების გადაცემის პროცესს სკოლაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრნენ. თბილისის მერის თქმით, სკოლებს 4 ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცათ და დედაქალაქის მერია დამატებით კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. დავით ნარმანიას თქმით, მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.

„გასულ წელს, სკოლებს ჩვენ 2 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადავეცით. წელს შევიძინეთ 4 და კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას ვგეგმავთ, რათა მთლიანად იყოს ის საჭიროება უზრუნველყოფილი, რაც ქალაქში ამ თვალსაზრისით არსებობს. მიკროავტობუსები მოემსახურებათ, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მერიის პარასპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ. ამდენად, როგორც საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის უზრუნველყოფის მიზნით მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მე-60 საჯარო სკოლაში, თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი და საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42