ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა
კულტურა - 14:09, 27 Feb, 2017     1513
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გახსნა. ექსპოზიცია სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს მიეძღვნა.

მუზეუმი, რომელშიც 4565 ექსპონატია დაცული, ერთი თვის განმავლობაში დახურული იყო. შენობაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, განხორციელდა ექსპონატების აღწერა და რესტავრაცია, ასევე რეექსპოზიცია.

ღონისძიების ფარგლებში, პირველად გამოიფინა დიდი ქართველი ბალეტმაისტერის, ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმები ისეთი წარმატებული სპექტაკლებიდან, როგორებიცაა - „წითელი ყაყაჩო”, „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით”, „ოტელო”, „რაიმონდა”, „ლაურენსია”, „ტარას ბულბა”, „კორსარი”, „კარმენი”, „დონ-კიხოტი” და „ბაიადერა”.

დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

„გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, განახლდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბინა-მუზეუმი, სადაც დღეიდან გამოფენილია ყველა ის საინტერესო ნივთი და ექსპონატი, რომელიც მის ცხოვრებას და მოღვაწეობას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ექსპოზიცია არაერთ მნახველს გაახარებს და მისცემს იმ, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დღემდე საზოგადოებისთვის იყო უცნობი,“- განაცხადა თბილისის მერმა.

ღონისძიებაზე დავით ნარმანიასთან ერთად, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია იმყოფებოდნენ. მუზეუმს დღეს ის ადამიანებიც სტუმრობდნენ, ვინც ცნობილ ბალეტმაისტერს პირადად იცნობდა, მასთან პროფესია ან მეგობრობა აკავშირებდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის ოჯახი ჭაბუკიანის მუზეუმს პირად არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერს გადასცემს, რომელშიც ბალეტმაისტერის ინტერვიუ და ფილმი-ბალეტის - ”ლაურენსია” სრული ვერსიაა ასახული.

ვახტანგ ჭაბუკიანი ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, სსრკ სახალხო არტისტი და ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელია.

ჭაბუკიანი საბალეტო ხელოვნების რეფორმატორად ითვლება. საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით მან შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შესრულებულ ოტელოს პარტიას, სადაც ერთმანეთს შეერწყა მოქმედი ცეკვა და პანტომიმა.

ვახტანგ ჭაბუკიანმა პირველი საკონცერტო ნომერი – „ცეცხლის ცეკვა“ 15 წლის ასაკში დადგა, საგმირო ხასიათის ცეკვებზე კი, პირველი განაცხადი ნომრით „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით“ გააკეთა, რომელიც 1929 წელს, ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვები საღამოსთვის დადგა და შეასრულა.

ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას გულისხმობს. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42